მთავარი » ისტორია

 "შარონ-ნაკაშიძე” (ჯავშანტრანსპორტიორი "ნაკაშიძე”) წარმოადგენს პირველ რუსულ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ისტორია | Views: 1218 | Added by: nakashidze | Date: 30.03.2010 | Comments (0)


     ,,... 1905 წ. 11 მაისს ქ. ბაქოში ხუთმა სომეხმა ტერორისტმა მოკლა თავადი მ. ნაკაშიძე და გ. თაყაიშვილი, რომლებიც კავკასიის ხალხების მეგობრობის პოზიციიდან გამოდიოდნენ. თვითმხილველ, პ. შუბინსკის მოგონებებიდან ირკვევა, რომ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ პროკლამაციებში აღნიშნული იყო, რომ ეს განხორციელდა სომხური ტერორისტული ორგანიზაციის `დაშნაკცუთუნის~ მიერ. ზოგი ცნობით, ერთ-ერთი მკვლელი დრასტამატ კანაიანი (დრო) იყო...”

გაიოზ მამალაძე – ,,სომეხი ხალხის ტრაგედიაში მეფის რუსეთის იმპერიაა დამნაშავე”
ჯორჯიან თაიმსი. 3 მარტი. 2006 წ.
Category: ისტორია | Views: 1510 | Added by: nakashidze | Date: 15.03.2010 | Comments (0)


....მამა გრიგოლს პოლონეთში ცხოვრება მოუხდა მძიმე პერიოდში, როცა ქვეყანა გერმანელი ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, გრ. ფერაძის ცხოვრების ბოლო წლებისა და მოწამეობრივი სიკდვილის ცნობებიც მწირია. მით უფრო ძვირფასია ის ინფორმაცია, რასაც გვაწვდიან მასზე უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, როლებიც პირადად იცნობდნენ მას. მათ შორის არიან: ცნობილი რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე, პარიზის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი მამა ილია მელია, პოლონეთის ქართული სათვისტომოს თავკაცი გიორგი ნაკაშიძე, გენერალი შალვა მაღლაკელიძე და სხვანი....
...უშედეგო გამოდგა გიორგი ნაკაშიძისა და მიტროპოლიტ დიონისეს მცდელობა ეხსნათ არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ფაშისტების ხელიდან. 4 მაისს დაპატიმრებისთანავე დალუქეს მისი ბინა, 28 მაისს კი პოლიციელებმა ბინა გაჩხრიკეს და მის ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან ინგლისური ვალუტა აღმოაჩინეს. შეიძლება ფული მამა გრიგოლს ინგლისში ყოფნის მერე ჩამოჰყოლოდა. მაგრამ გესტაპოს მტკიცებით ის ებრაელთა დახმარების ფონდს ეკუთვნოდა და არქიმანდრიტის წინააღმდეგ უტყუარ ნივთმტკიცებას წარმოადგენდა. ისტორიკოსი გოჩა საითიძე ფერაძისადმი მიძღვნილ წერილში აღნიშნავს: «ამჟამად თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ვალუტა სამალავში გრიგოლ ფერაძეს არ შეუნახავს. არსებობს ზეპირი თუ წერილობითი მასალა, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ მოხვდა ფული წიგნების უკან და ვისი ნახელავი იყო ეს. მაგრამ იმის გამო, რომ აქ კონკრეტულ პირებზეა საუბარი, რომელთა შთამომავლები დღესაც ცოცხლები არიან და ცნობები ოფიციალური დოკუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ისტორია | Views: 1159 | Added by: nakashidze | Date: 15.01.2010 | Comments (0)


....უკვე მომდევნო წლის 23 აპრილს, როცა უკვე იუნკრად მიღებული ეს ახალგაზრდა ყიზლარის მახლობლად, მდინარე თერგის ნაპირზე მდებარე კაზაკურ სტანიცა სტაროგლადოვში მეოცე საარტილერიო ბრიგადის მეოთხე ბატარეაში ემსახურება ხელმწიფე-იმპერატორს და აჯანყებული შამილის დაღესტნის წინააღმდეგ იბრძვის, ქალაქ ნუხის (ახლანდელი ქალაქი შაქი აზერბაიჯანში) მახლობლად, გაქცევისას მოკლავენ ჰაჯი-მურატს და მის მოჭრილ თავს სახალხოდ ჩამოატარებენ ტფილისის სახაზინო თეატრში, სადაც თავშეყრილ ხალხში ჩვენი ახალგაზრდა გრაფის მომავალი მეგობარი, მწერალი ილია ნაკაშიძეც იმყოფება....
... ამ ამბიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1904 წელს, სამოცდათექვსმეტი წლის უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი დაამთავრებს, შესაძლოა, თავის ერთ-ერთ უპირველეს შედევრს – ვრცელ მოთხრობა "ჰაჯი-მურატს”, სადაც იმ მოჭრილი თავის ასეთ აღწერილობას მეგობარი მწერლის, ილია ნაკაშიძის მიწვდილი ცნობის მიხედვით შექმნის:...
"ლიტერატურული პალიტრა” № 7 (46)
ივლისი 2008 წელი

ტოლსტოის და ნაკაშიძეების ურთიერთობის შესახებ დამატებით იხილეთ:
http://nakashidze.ucoz.com/news/2008-12-24-26
Category: ისტორია | Views: 1144 | Added by: nakashidze | Date: 15.01.2010 | Comments (0)


     ცნობილი პირები – ივანე დუმბაძე ... დედით ნაკაშიძე !!! ... ანტონ დუმბაძე, ოზურგეთის მაზრიდან, სოფ. შემოქმედიდან, რომელმაც ნაკაშიძის ქალთან ერთად 8 შვილი გაუზარდა სამშობლოს. 7 ვაჟი და ერთი ქალი. ერთი ვაჟი დავითი მღვდელი გამოსულა, დანარჩენებს სამხედრო საქმისათვის მოუკიდიათ ხელი და მათგან 5 გენერალი, ერთი პოლკოვნიკი გამხდარა, ქალიშვილი კი ვინმე თავად ლორთქიფანიძეს გაყოლია ცოლად... ივანე დუმბაძე ყველაზე პოპულარული და გავლენიანი იყო ძმებს შორის. იგი ყირიმს განაგებდა. ათი წელი იყო იალტის თავი. მთელ რუსეთში იცნობდნენ როგორც უმკაცრეს და უპატიოსნეს მმართველს.... გენერალი ძალიან დაახლოებული ყოფილა იმპერატორის ოჯახთან.როგორც მაშინდელი რუსული საინფორმაციო წყაროები ირწმუნებიან, ნიკოლოზ II მხოლოდ ივანე დუმბაძეს ანდობდა საკუთარი შვილების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას.ხშირად იწვევდა სასახლეში და რჩევას ეკითხებოდა. ივანეზე განაწყენებულთ იმპერატორი ერთსა და იმავეს პასუხობდა – ივანემ უკეთიცის ყველაფერიო... არსებობს ფოტო ივანე დუმბაძე რუსეთის უფლისწულ ალექსანდრესთან ერთად... !!! 

    ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.

Category: ისტორია | Views: 1319 | Added by: nakashidze | Date: 07.12.2009 | Comments (0)

« 1 2 3 4 ... 9 10 »