მთავარი » 2010 » მარტი » 30 » “შარონ-ნაკაშიძე”_(don mindia batumski)
13:03
“შარონ-ნაკაშიძე”_(don mindia batumski)

 "შარონ-ნაკაშიძე” (ჯავშანტრანსპორტიორი "ნაკაშიძე”) წარმოადგენს პირველ რუსულ ჯავშნიან სამხედრო ავტომობილს. ავტომობილის შექმნის იდეა და პროექტი ეკუთვნის ქართველ სამხედროს მიხეილ ნაკაშიძეს, რომელიც რუსეთის იმპერიის ჯარში მსახურობდა.

ეს ჯავშანტრანსპორტიორი შეიქმნა ფრანგული საავტომობილო ფირმის "შარონისერთ-ერთი მანქანის ბაზაზე.("შარონი” – ცნობილი ფრანგული საავტომობილო ფირმა,რომელიც სპეციალიზებული იყო როგორც მსუბუქი ასევე სამხედრო მანქანების შექმნაზე. ეს ფირმა არსებობდა 1901-1918 წლებში. სწორემ ამ ფირმამ შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ჯავშანტრანსპორტიორი).

"შარონისავტომობილები

მიხეილ ნაკაშიძე იყო ცნობილი გენერლის ალექსანდრე ნაკაშიძის შვილი.1904 წელს მან შექმნა პროექტი,რომელიც წარუდგინა ზემდგომ ორგანოებს.ეს პროექტი მოწონებულ იქნა და პროექტი გაიგზავნა საფრანგეთში, კერძოდ კი "შარონისქარხანაში-ანუ შეკვეთა მისცეს ფრანგულ ფირმას რათა მას ეწარმოებინა ეს ჯავშანტრანსპორტიორი.

1905 წელს "შერონმაააწყო 2 მანქანა.,ერთი რუსეთში გაიგზავნა,ხოლო მეორე დაიტოვეს საფრანგეთის არმიისათვის.

რუსეთში გამოგზავნილ ავტომობილს წინ დიდი ცდები ელოდა,კერძოდ ის გამოიცადა სიჩქარის,გამძლეობის,ბრძოლისუნარიანობის მხრივ და შედეგი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

ნაკაშიძის პროექტი

1908 წელს "შარონმარუსეთისგან მორიგი შეკვეთა მიიღო,დაამზადეს 12 ავტომობილი და გამოგზავნეს რუსეთში.გერმანიის საზღვართან კი 2 ცალი გაუჩინარდა(რამდენიმე წლის შემდეგ ერთი მათგანი გერმანიის არმიაში აღმოჩნდა).

"შარონ-ნაკაშიძეძირითადი მონაცემები:

მასა-2.95 ტონა

ეკიპაჟი-3 ან 4 კაცი

ძრავა-37 ცხ.. სიმძლავრის

საწვავი-ბენზინი

ცილინდრთა რაოდენობა-4

მაქსიმალური სიჩქარე-45 კმ/სთ

ჯავშანი-4.5 მმ

შეიარაღება-8მმ ტყვიამფრქვევი "ჰოჩკისი

ეს ავტომობილი საკმაოდ გამოყენებადი იყო და რამდენიმე სამხედრო ოპერაციაში გამოიყენეს.მიუხედავად ამისა რუსეთის სამხედრო ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება მაინც არ მიქცია ამ ავტომობილს,ხოლო 1906 წელს კი მიხეილ ნაკაშიძე ტრაგიკულად დაიღუპა.

1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ამ დროს უკვე აღარ გამოიყენებოდა "შარონ-ნაკაშიძე”, რადგან ომი მოითხოვდა ტექნიკის გაუმჯობესებას.

http://nakashidze.ucoz.com/_ph/1/788907937.jpg

http://ucnauri.com/29/03/2010/შარონ-ნაკაშიძე/


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1219 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: