ნაკაშიძეთა საყურადღებოდ
ინფორმაცია გვარის დალოცვასთან დაკავშირებით!
მოგეხსენებათ, 2014 წლის 26 იანვარს ჩანიშნული იყო ნაკაშიძეების გვარის დალოცვა, მაგრამ გარკვეულ გარემოებათა გამო ვერ შედგა.
ბატონი ცოტნე ნაკაშიძის ინფორმაციით, ვინც კურირებს ამ საქმეს, არსებული გრაფიკის მიხედვით, ნაკაშიძეების გვარის დალოცვა მოხდება 2014 წლის 23 ნოემბერს.
გვარის დალოცვისათვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა:
1. გვარის დალოცვის წინ ნაკაშიძეებმა უნდა იკითხონ ,,ფსალმუნნი მეფისა დავითისა“ (20 კანონი). ლოცვების კითხვის განრიგი 2014 წლის 21 სექტემბერს შედგა ნაკაშიძეების ყოველწლიურ ტრადიციულ შეხვედრაზე ოზურგეთში, ციხისფერდის საგვარეულო ეკლესიაში და ღვთის მადლით უკვე მიმდინარეობს.
2. წინასწარ გავლილი კონსულტაციებისა და შეთანხმება მიხედვით, უნდა დაიწეროს ღვთისმშობილის შობის სახელობის ხატი (ზომები 0,65 მ X 0,50 მ), რომელიც წინასწარ უნდა იქნეს შეკვეთილი, მის დაწერას 1 თვემდე სჭირდება;
3. საგვარეულო დროშის შეკვეთა (ზომებით 1X0,7; ტარი 2 მ.) ნაკაშიძეების მცირე გერბის გამოსახულებით თეთრ ფონზე, დალოცვის დროს მის გარშემო მოხდება ჩვენი განლაგება;
ნებაყოფლობითია:
- საგვარეულო სამაჯურის
...
კითხვის გაგრძელება »
|
ძვირფასო ნაკაშიძეებო!
უღრმესი პატივისცემითა და სიყვარულით მოგმართავთ!
გვაქვს რა თქვენი იმედი, ერთხელ კიდევ, მოკრძალებით მოგიწოდებთ საერთო საშვილიშვილო საქმეებში თანადგომისა და აქტიურობისაკენ.
,,საქართველო-უკრაიონის ასოციაცია თავადი ნაკაშიძის“ დაფუძნებიდან 12 წელი გავიდა. უამრავ სასიკეთო საქმეს დაედო სათავე. მაღალორგანიზაციულ დონეზე მზადდება საგვარეულოს წარმომადგენელთა შეკრებები. დაწესდა ყოველწლიური საგვარეულო დღესასწაული - 21 სექტემბერი, ღვთისმშობლის შობის საგვარეულო ეკლესიასთან (ოზურგეთი, სოფელი ციხისფერდი), ტარდება საყურადღებო ღონისძიებები გვარის ტრადიციების აღორძინების, გამდიდრებისა და პატივისცემისათვის; საფუძველი ჩაეყარა საგვარეულოს ისტორიული ძეგლების მოძიების, შესწავლისა და აღდგენის ღონისძიებებს; გვარში წარმოჩენილთა ღვაწლის ჯეროვანი დაფასების; საზღვარგარეთ ემიგრირებულთა საქმეების გაცნობის და მათ შთამომავლებთან კავშირ-ურთიერთობების დამყარებას; ვეწევით საქველმოქმედო და შესაბამის სააგიტაციო საქმიანობებს.
საფიქრალი და გასაკეთებელი კვლავ ბევრი გვაქვს.
სულ მალე, ჩვენი დიდებული გვარი ეზიარება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. გვწამს, რომ ეს იქნება ღვთისაგან მომადლებული მადლის ღირსეულად დაფასებისა და პატივისცემის საწინდარი, სტიმული სრულიად ნაკაშიძეთა გვარის, თითოეული ოჯახის და პიროვნებისადმი, სადაც უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს იგი.
გვჯერა თქვენი ერთსულოვნებისა და აქტიურობის.
გისურვებთ ნაყოფიერ შემოქმედებით
...
კითხვის გაგრძელება »
|
მოგმართავთ ნაკაშიძეებს!
უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დალოცვის სამზადისში მყოფი გვარებისათვის, ორგანიზაცია „საგვარეულო სამაჯურები″ ამზადებს კონკრეტული შემკვეთი გვარისათვის ლატუნის სამაჯურებს, რომელსაც დაამშვენებს უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ამოტვიფრული ხელმოწერა და შემკვეთი გვარის წარწერა, მაგ: ,,ღმერთმა დალოცოს ნაკაშიძეები″,
შეკვეთა აბსოლუტურად ნებაყოფლობითია, მაგრამ იმისათვის, რომ შეკვეთა მიღებულ იქნას, გვარიდან მსურველთა მინიმალური რაოდენობა 50-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
სამაჯურის ნიმუშის ნახვა შეიძლება Facebook-ის გვერდზე ,,საგვარეულო სამაჯურები″, მისი ღირებულებაა 20 ლარი, რომელიც შემოწირულობის სახით ჩაირიცხება ბორჯომის რაიონში მშენებარე ფოთლეთის მამათა მონასტრისთვის.
აღნიშნული სამაჯურის შეძენის მსურველებმა 2014 წლის 22 აგვისტომდე ცოტნე ნაკაშიძის მობილურის ნომერზე - 593 310043 გააგზავნეთ SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინება): მსურს სამაჯურის შეძენა, სახელი, მამის სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი, დაბა, სოფელი), საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი.
თუ შეგროვდა მინიმუმ 50 მსურველი მიიღებთ საპასუხო SMS -ს რის შემდეგაც დაუყოვნებლივ წახვალთ და გადაიხდით 20 ლარს საპასუხო SMS-ში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება შეკვეთის დამზადება. აუცილებლად შეინახეთ გადახდის ქვითრები, რომლის წარდგენაც დაგჭირდებათ სამაჯურის მისაღებად.
სამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი მიხეილ ნაკაშიძე, დაიბადა ქედაში.
1936-1939 წლებში სწავლობდა ბათუმის სამედიცინო სასწავლებელში, 1940 წელს ჩაირიცხა
ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის ისტროიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა
ქედის განათლების განყოფილების ინსპექტორად და პროფკავშირის რაიკომის თავმჯდომარედ,
ქედის განათლების განყოფილების გამგედ, აჭარის განათლების სამინისტროს კადრების განყოფილების
გამგედ, ბათუმის (ხელვაჩაურის) რაიონის გონიოს საშუალო სკოლის დირექტორად, ბათუმის
ბავშვთა სახლის დირექტორად, ქედის რაიონის კულტურის განყოფილების გამგედ, აჭარის ფილარმონიისა
და ბათუმის სახელმწიფო თეატრის დირექტორად.
|
ნინო იოსების ასული ანთაძე დაიბადა 13 იანვარს 1872წელს სოფელ ბახვში, ახლანდელი მახარაძის რაიონში. მწერალი მიაბარეს ოზურგეთის ორკლასიან საწავლებელში. 1892წ. თბილისის საბებიო ინსტიტუტში.1894წ. ცოლად გაჰყვა ილია ნაკაშიძეს ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა. 1902 წ დაიბეჭდა პირველად ლექსი ,,იმედი’' ჟურნალი ,,ვალსი’ 1903წ გამოქვეყნდა პირველი მოთხრობა ,,ძიძა” 1904წ. კი პირველ საბავშვო მოთხრობა. მონაწილეობდა 1905-07წ. რევოლუციაში 1906წ. რამდენიმე თვით დააპატიმრეს 1908წ. გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში. 1907წ. გამოქვეყნდა მოთხრობა,,ასპიროზის დახვრეტა” 1907წ. ,,გურიის სოფელში’' ,1908წ. პიესა ,,ვინ არის დამნაშავე”, 1905წ. ,,მოვალეობა” მან დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობას. აღზრდის მახინჯი სისტემა გამოაშკარავა მოთხრობაში ,,საწყალი ლევანი’' პირველად იცნობდა ლ. ტოლტოის და იზიარებდა მის პედაგოგიურ შეხედულობებს. 1910-28წ. რედაქტორობდა ჟურნალი ნაკადულს. 1905წ გამოქვეყნდა საბავშვო მოთხრობა ,,ბავშვები და ბეღურები” 1921 წ. ,,ბოჩოლა”’ 1909წ ,,პატარა მეხრეს”. 1945წ. ,,თბილისი’’, 1946წ. ,,შურისძიება’’ 1946წ გამოსცა მოგონებები ,,ლევ ტოლსტოვის ახლოს’’ ,,ილია ჭავჭავაძის გარშემო’’ ,,ჟურანალის ნაკადულის ირგვლივ”,აქვს პიესებიც. ,,კოტეს დანაშაული” ,,ჩვენ გავიმარჯვებთ” . ნ.ნაკაშიძე იყო პირველი ქართული საბავშო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნის” ორდენით და მედლებით. ნ.ნაკაშიძე გარდაიცვალა 1963წ. 2 ივლისს ქალაქ თბილისში.
|
|