20:43 ინფორმაცია გვარის დალოცვასთან დაკავშირებით! | |
ნაკაშიძეთა საყურადღებოდ ინფორმაცია გვარის დალოცვასთან დაკავშირებით! მოგეხსენებათ, 2014 წლის 26 იანვარს ჩანიშნული იყო ნაკაშიძეების გვარის დალოცვა, მაგრამ გარკვეულ გარემოებათა გამო ვერ შედგა. ბატონი ცოტნე ნაკაშიძის ინფორმაციით, ვინც კურირებს ამ საქმეს, არსებული გრაფიკის მიხედვით, ნაკაშიძეების გვარის დალოცვა მოხდება 2014 წლის 23 ნოემბერს. გვარის დალოცვისათვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა: 1. გვარის დალოცვის წინ ნაკაშიძეებმა უნდა იკითხონ ,,ფსალმუნნი მეფისა დავითისა“ (20 კანონი). ლოცვების კითხვის განრიგი 2014 წლის 21 სექტემბერს შედგა ნაკაშიძეების ყოველწლიურ ტრადიციულ შეხვედრაზე ოზურგეთში, ციხისფერდის საგვარეულო ეკლესიაში და ღვთის მადლით უკვე მიმდინარეობს. 2. წინასწარ გავლილი კონსულტაციებისა და შეთანხმება მიხედვით, უნდა დაიწეროს ღვთისმშობილის შობის სახელობის ხატი (ზომები 0,65 მ X 0,50 მ), რომელიც წინასწარ უნდა იქნეს შეკვეთილი, მის დაწერას 1 თვემდე სჭირდება; 3. საგვარეულო დროშის შეკვეთა (ზომებით 1X0,7; ტარი 2 მ.) ნაკაშიძეების მცირე გერბის გამოსახულებით თეთრ ფონზე, დალოცვის დროს მის გარშემო მოხდება ჩვენი განლაგება; ნებაყოფლობითია:
მოგიწოდებთ, ყველა ოჯახმა შეიტანოს თავისი წვლილი ამ მადლიან და მეტად ღირსშესანიშნავ საქმეში. გვარის დალოცვის ცერემონიალში აქტიური მონაწილეობა ღირსების საქმედ მიგვაჩნია ყველა ნაკაშიძისათვის, თუმცა თუ რაიმე მიზეზის გამო რომელიმე ვერ მიიღებს მონაწილეობას მაინც დალოცვილი იქნება, ასევე, თუ რომელიმე დალოცვას დაესწრება და ტრაპეზში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მხოლოდ გაიღებს საგვარეულო ხატის და დროშის ხარჯებს - 25 ლარს. ასე, რომ თითოეული ხატისა და დროშისათვის 25 ლარს, სუფრაზე დასწრებისა კი 45 ლარს გადაიხდის. თანხების ჩარიცხვა ხდება შემდეგ ანგარიშზე: სს ,,საქართველოს ბანკი“, GE16BG0000000898091900GEL. გადახდის დროს გთხოვთ მიუთითოთ თანხის დანიშნულება: ცალკე ხატის, დროშის და ცალკე ტრაპეზისათვის, პირადი ნომერი და საკონტაქტო ნომერი. შეკვეთის მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, იმისათვის რომ დროულად მოხდეს ხატისა და დროშის შეძენა და საბანკეტო დარბაზის შეკვეთა ადამიანთა რაოდენობის მითითებით პურმარილის გასამზადებლად, თანხების მობილიზება უნდა დასრულდეს 2014 წლის 13 ნოემბრამდე. გთხოვთ, ყველა ამ ღონისძიებათა და შემდგომში მიღებული გვართან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციებიც გაავრცელოთ თქვენს საახლობლო სანათესაოში, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ. ნაკაშიძეთა ნებისმიერი ოჯახი თუ პიროვნება, საქართველოში ან სამშობლოს გარეთ მცხოვრები, თუკი გარკვეულ გარემოებათ გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს საგვარეულო დალოცვის საორგანიზაციო რიტუალებისა და მის ფინანსურ უზრუნველყოფაში, როგორც ჩვენი სისხლის და ხორცის ნაწილი, ასევე იქნება დალოცვილი უფლისაგან, დედა ეკლესიისაგან და უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით. P.S. შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: რევაზ ნაკაშიძე 599 54-87-57
aa | |
|
სულ კომენტარები: 7 | 1 2 » | |||||
| ||||||
1-5 6-7 | ||||||