მთავარი » 2014 » აგვისტო » 20 » საგვარეულო სამაჯურები
12:56
საგვარეულო სამაჯურები

მოგმართავთ ნაკაშიძეებს!

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დალოცვის სამზადისში მყოფი გვარებისათვის, ორგანიზაცია „საგვარეულო სამაჯურები″ ამზადებს კონკრეტული შემკვეთი გვარისათვის ლატუნის სამაჯურებს, რომელსაც დაამშვენებს უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ამოტვიფრული ხელმოწერა და შემკვეთი გვარის წარწერა, მაგ: ,,ღმერთმა დალოცოს ნაკაშიძეები″,    

შეკვეთა აბსოლუტურად ნებაყოფლობითია, მაგრამ იმისათვის, რომ შეკვეთა მიღებულ იქნას, გვარიდან მსურველთა მინიმალური რაოდენობა 50-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

სამაჯურის ნიმუშის ნახვა შეიძლება Facebook-ის გვერდზე ,,საგვარეულო სამაჯურები″, მისი ღირებულებაა 20 ლარი, რომელიც შემოწირულობის სახით ჩაირიცხება ბორჯომის რაიონში მშენებარე ფოთლეთის მამათა მონასტრისთვის.

აღნიშნული სამაჯურის შეძენის მსურველებმა 2014 წლის 22 აგვისტომდე ცოტნე ნაკაშიძის მობილურის ნომერზე - 593 310043 გააგზავნეთ SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინება): მსურს სამაჯურის შეძენა, სახელი, მამის სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი, დაბა, სოფელი), საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი.

თუ შეგროვდა მინიმუმ 50 მსურველი მიიღებთ საპასუხო SMS -ს რის შემდეგაც დაუყოვნებლივ წახვალთ და გადაიხდით 20 ლარს საპასუხო SMS-ში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება შეკვეთის დამზადება. აუცილებლად შეინახეთ გადახდის ქვითრები, რომლის წარდგენაც დაგჭირდებათ სამაჯურის მისაღებად.

სამაჯურის გადმოცემის დროს და ადგილს დაზუსტებისთანავე შეგატყობინებთ.

გთხოვთ! ყოველი თქვენგანი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს, რადგან წინასწარი თანხმობის შედეგად დადგენილი აუცილებელი მინიმუმის (50 ადამიანი) შემდეგ თუ არ იქნა მისი შესაბამისი თანხა ჩარიცხული მითითებულ ანგარიშზე, შეკვეთა არ შედგება და იქნებით ანგარიშ ვალდებული დანარჩენ გადამხდელთა წინაშე.

ცოტნე ნაკაშიძე

თბილისი


aa
კატეგორია: ნაკაშიძეები | ნანახია: 1090 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: