მთავარი » 2014 » აგვისტო » 20

მოგმართავთ ნაკაშიძეებს!

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დალოცვის სამზადისში მყოფი გვარებისათვის, ორგანიზაცია „საგვარეულო სამაჯურები″ ამზადებს კონკრეტული შემკვეთი გვარისათვის ლატუნის სამაჯურებს, რომელსაც დაამშვენებს უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ამოტვიფრული ხელმოწერა და შემკვეთი გვარის წარწერა, მაგ: ,,ღმერთმა დალოცოს ნაკაშიძეები″,    

შეკვეთა აბსოლუტურად ნებაყოფლობითია, მაგრამ იმისათვის, რომ შეკვეთა მიღებულ იქნას, გვარიდან მსურველთა მინიმალური რაოდენობა 50-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

სამაჯურის ნიმუშის ნახვა შეიძლება Facebook-ის გვერდზე ,,საგვარეულო სამაჯურები″, მისი ღირებულებაა 20 ლარი, რომელიც შემოწირულობის სახით ჩაირიცხება ბორჯომის რაიონში მშენებარე ფოთლეთის მამათა მონასტრისთვის.

აღნიშნული სამაჯურის შეძენის მსურველებმა 2014 წლის 22 აგვისტომდე ცოტნე ნაკაშიძის მობილურის ნომერზე - 593 310043 გააგზავნეთ SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინება): მსურს სამაჯურის შეძენა, სახელი, მამის სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი, დაბა, სოფელი), საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი.

თუ შეგროვდა მინიმუმ 50 მსურველი მიიღებთ საპასუხო SMS -ს რის შემდეგაც დაუყოვნებლივ წახვალთ და გადაიხდით 20 ლარს საპასუხო SMS-ში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება შეკვეთის დამზადება. აუცილებლად შეინახეთ გადახდის ქვითრები, რომლის წარდგენაც დაგჭირდებათ სამაჯურის მისაღებად.

სამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ნაკაშიძეები | Views: 1090 | Added by: nakashidze | Date: 20.08.2014 | Comments (0)