მთავარი » ისტორია

    ნაკაშიძეთა სათავადო იყო საეკლესიო კერა – "... ნაკაშიძეების ადგილსამყოფელი ციხისფერდი იყო არა მარტო მათი სათავადოს ადმინისტრაციული ცენტრი, არამედ აქ კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობაც წარმოებდა. ბეჟან ნაკაშიძისა და მისი მემკვიდრის გიორგის დროს (მე–17 ს. მეორე ნახევარი მომდევნო საუკუნის პირველი ნახევარი) ციხისფერდში, ნაკაშიძეთა საგვარეულო ეკლესიაში სამწერლობო მოღვაწეობა იყო გაჩაღებული. ხსენებულ პირთა "ბრძანებით" "აღწერა" აქ მღვდელმა საბამ "სრული გულანი" [მთელი წლის მანძილზე ეკლესიაში გამოყენებული საკითხავი წიგნების კრებული] რომელიც ლიტერატურაში ცნობილია "ციხის გულანის" სახელით!!!

     ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.  

Category: ისტორია | Views: 1286 | Added by: nakashidze | Date: 30.11.2009 | Comments (0)


      ნაკაშიძეთა გვარის ავტორიტეტზე შემდეგი ფაქტი მიუთითებს: "... პირველი ნაკაშიძის, მამუკას მემკვიდრე მესტუმრეთუხუცესი ბეჟანი მეტად ძლიერი თავადია და დიდი პატივიც აქვს გურიის სამთავროში. ამიტომაა, რომ მამია III გურიელი (1689–1714წწ.) დიპლომატიური მისიით ბეჟანს გზავნის "სტამბოლში". რა საკითხზე ჰქონდა გურიელის ელჩს თურქეთთან მოლაპარაკება, წყაროებიდან არ ჩანს. მაგრამ ბეჟანის ელჩობის შედეგი იყო ის,რომ მამია "თურქეთს მოურიგდა"...!!!      
    ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.
Category: ისტორია | Views: 1033 | Added by: nakashidze | Date: 30.11.2009 | Comments (0)


    გურიის სამთავროში... ნაკაშიძეებს საპატიო თანამდებობები ეჭირათ. ამ საგვარეულოს წევრები მემკვიდრეობით ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის (17ს. მეორე ნახევრიდან–სამთავროს არსებობის ბოლომდე), მესტუმრეთუხუცესის( 18ს. მიჯნა–შემდეგ გააუქმეს), ქალაქთუხუცესის (16 ს.–ბაზრობათა და ვაჭარ–ხელოსანთა გამგეობა–დიდი ფეოდალების მიერ), მდივანბეგის (18 ს.–19ს. დასაწყისი), შემოქმედის და ოზურგეთის (18–19 სს. დასაწყისი), ჩოჩხათის, ჩიბათის, ჯურუყვეთის მოურავისა (19 ს. დასაწყისი) და "ერმენის მებაჟის" – ("ძველთაგანვე" ნაკაშიძეთა სახლს "ჰქონებოდა" ერმენის საბაჟოში შედიოდა ტერიტორია" ლელის წყალსა და ჩოლოქს აქეთ, სახარიას გარეთ გრიგოლეთიანად". ერმენის საბაჟო,... 18 ს.მიწურულიდან გრიგოლეთის საბაჟომ შეცვალა, რომლის მებაჟეობა ისევ ნაკაშიძეების ხელში იყო. მათვე ჰქონდათ შეკვეთილის მებაჟის სახელოც) სახელოებს... სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1837 წ. კიდევ ბოქაულთუხუცესის თანამდებობა... ეს სახელოები ნაკაშიძეებს დიდ შემოსავალსა და ძალაუფლებას აძლევდათ!!!

   ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის. 


Category: ისტორია | Views: 1038 | Added by: nakashidze | Date: 28.11.2009 | Comments (0)


   ნაკაშიძეთა სათავადოში შვიდი სოფელი შედიოდა: 1. გურიამთა; 2. ვაშნარი 3. ციხე (ციხისფერდი) 4. ჭანიეთური; 5. გამოღმა ბაილეთი 6. ახალსოფელი 7. მაკვანეთი. პირველი ექვსი სოფელი ერთმთლიან ტერიტორიას ქმნიდა, რომელსაც აღმოსავლეთით საგურიელო ოზურგეთი საზღვრავდა, დასავლეთით – აზნაურ ქარცივაძეთა სოფელი ხვარბეთი, ჩრდილოეთით – ნიგოეთის ქედი, რომელიც ყოფდა მას თავად მაჭუტაძეთა სამფლობელოსაგან, და სამხრეთით – მდ. ჩოლოქი... ზემოაღნიშნულ სოფლებს გარდა, ნაკაშიძეები ფლობდნენ შეკვეთილისა და გრიგოლეთის ნახევარს. ამ ორის ნახევარი იყო ის "ნახევარი ზღვისპირი",რომელიც ნაკაშიძეების სამკვიდროდ ითვლებოდა. მათი მონახევრეები აქ გურიელები იყნენ. ნაკაშიძეები ყმა – მამულს ფლობდნენ აგრეთვე ჩოჩხათს, ზედუბანს, ლანჩხუთს, გოგორეთს, ასკანას, ხარაულს, ოქროქედს, ვაკიჯვარსა და გამოჩინებულში... ნაკაშიძეების ხელში იყო ვრცელი ტყეები...მდ.ნატანების ხეობაში. ნაკაშიძეთა ადგილსამყოფელი ციხისფერდსა და ვაშნარში იყო. პირველში იყო მათი საზაფხულო რეზიდენცია. აქვე იყო მათი "გურიანთას ციხე,...", სასახლე და საგვარეულო ეკლესია, აგებული ღვთისმშობლის სახელზე. საზამთრო სასახლე ნაკაშიძეებს ვაშნარში ჰქონდათ.
    ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.
Category: ისტორია | Views: 1103 | Added by: nakashidze | Date: 24.11.2009 | Comments (0)


   ქართლის ცხოვრებაში ნაკაშიძეთა საგვარეულო უწარჩინებულეს თავადთა რიგებში იხსენება... ქ. ცხ. ტ.4. გვ.37 ... დოკუმენტურ წყაროებში ნაკაშიძეთა გვარი მე–16 ს. ბოლომდე არ იხსენიება. ამ გვარის ყველაზე ადრინდელი... წარმომადგენელი მამუკა ნაკაშიძეა. იგი.. .გვხვდება ვახტანგ I გურიელის დროს (1583–1587წწ.) მის "დარბაზის ერთა" შორის. ამის შემდეგ ნაკაშიძეებს განუწყვეტლივ ვხედავთ ისტორიის სარბიელზე. ...მამუკა უნდა იყოს ის...ნაკაშიძე, რომელსაც მე–17 ს. პირველ ნახევარში იტალიელი მისიონერი პატრი ჯუზეპე ჯუდიჩე გურიის წარჩინებულ თავადად (Barone de principali) ასახელებს... ნაკაშიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება მამუკას მოღვაწეობის დასაწყისში (მე–16 ს. მიწურულს) არის სავარაუდებელი. ამ სათავადოს პირველი მეთაურიც ის უნდა იყოს... მამუკას დროიდან (მე–16 ს. მიწურული–მე–17 ს.I ნახევარი)... ციხის საყდრის კედლებზე მამუკასა და მისი ოჯახის წევრთა პორტრეტებს ხატავენ... !!! ...
    
   ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის. 


Category: ისტორია | Views: 1038 | Added by: nakashidze | Date: 22.11.2009 | Comments (0)

« 1 2 3 4 5 ... 9 10 »