მთავარი » 2009 » ნოემბერი » 24 » ნაკაშიძეთა სამფლობელო
09:59
ნაკაშიძეთა სამფლობელო

   ნაკაშიძეთა სათავადოში შვიდი სოფელი შედიოდა: 1. გურიამთა; 2. ვაშნარი 3. ციხე (ციხისფერდი) 4. ჭანიეთური; 5. გამოღმა ბაილეთი 6. ახალსოფელი 7. მაკვანეთი. პირველი ექვსი სოფელი ერთმთლიან ტერიტორიას ქმნიდა, რომელსაც აღმოსავლეთით საგურიელო ოზურგეთი საზღვრავდა, დასავლეთით – აზნაურ ქარცივაძეთა სოფელი ხვარბეთი, ჩრდილოეთით – ნიგოეთის ქედი, რომელიც ყოფდა მას თავად მაჭუტაძეთა სამფლობელოსაგან, და სამხრეთით – მდ. ჩოლოქი... ზემოაღნიშნულ სოფლებს გარდა, ნაკაშიძეები ფლობდნენ შეკვეთილისა და გრიგოლეთის ნახევარს. ამ ორის ნახევარი იყო ის "ნახევარი ზღვისპირი",რომელიც ნაკაშიძეების სამკვიდროდ ითვლებოდა. მათი მონახევრეები აქ გურიელები იყნენ. ნაკაშიძეები ყმა – მამულს ფლობდნენ აგრეთვე ჩოჩხათს, ზედუბანს, ლანჩხუთს, გოგორეთს, ასკანას, ხარაულს, ოქროქედს, ვაკიჯვარსა და გამოჩინებულში... ნაკაშიძეების ხელში იყო ვრცელი ტყეები...მდ.ნატანების ხეობაში. ნაკაშიძეთა ადგილსამყოფელი ციხისფერდსა და ვაშნარში იყო. პირველში იყო მათი საზაფხულო რეზიდენცია. აქვე იყო მათი "გურიანთას ციხე,...", სასახლე და საგვარეულო ეკლესია, აგებული ღვთისმშობლის სახელზე. საზამთრო სასახლე ნაკაშიძეებს ვაშნარში ჰქონდათ.
    ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.

aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1104 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: