მთავარი » ისტორია

     "...გიორგი ნაკაშიძე გურიიდან "ექსორია"ქმნილი, "სამ–ოთხ წელს" ხან სვანეთს იმყოფებოდა და ხან ლეჩხუმს. ბოლოს, 1721 თუ 1722 წ. გურიელმა შეირიგა იგი და გურიამთაც დაუბრუნა...გიარგი ნაკაშიძე გურიელისაგან დამოუკიდებლად სულთნის დიდ ვეზირს დაუკავშირდა და 1729 წელს მისგან დაცვის სიგელიც მიიღო..."

     ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.


Category: ისტორია | Views: 994 | Added by: nakashidze | Date: 20.11.2009 | Comments (0)


     "...მოსცა სპანი გურიელსა აზრუმის ფაშამან, მოვიდა და დაიპყრა გურია... გიორგის გურიელობა შეუძნდა გურიის ერისთავს და ნაკაშიძე ბეჟანს...ამათ მოუწოდეს ბეჟანს დადიანს, რამეთუ ასული დადიანისა ჰყვა ბეჟან ნაკაშიძის შვილს გიორგის. მოსრულსა დადიანს ვერ წინა აღუდგა გურიელი და წარვიდა ბათომს. ხოლო დადიანმან მოსტყვევნა გურია და წარვიდა. და კუალად დაიპყრა გიორგიმვე გურია... კუალად ეზრახა გურიელი დადიანსა, რათა მისცეს ასული თვსი... და ზავჰყო ამით. მისცა ნება ბეჟან დადიანმან. მაშინ გურიელმან განაძო ერისთავი თვსი და მოადგა ციხესა შინა მყოფს ნაკაშიძეს. აღიღო...და მოიმტკიცა გურია..." ეს მოხდა 1717–1718 წლებში.  
      
      ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.

Category: ისტორია | Views: 1006 | Added by: nakashidze | Date: 20.11.2009 | Comments (0)


    "ნაკაშ იყო ბახიჩის ადგილით, დიარბექირის წინამძღუარი და თათართაგან ეწოდა ნაყაშ, რადგან მხატვრობა იცოდა... ამის შვილნი მოვიდნენ ქართლსა, მეფემან მიიღო თავადად და უბოძა გვარად ნაყაშიძობა... მისცა ადგილი გურიას და არიან მუნიდგან ნაკაშიძედ წოდებულნი წელსა 1231–სა"...
    
      ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.
Category: ისტორია | Views: 1001 | Added by: nakashidze | Date: 19.11.2009 | Comments (0)


   შუა და ქვემო გურიაში (სოფ. ბახვი, ბაღდათი, შრომა და სხვ.) ფართოდ არის გავრცელებული ძლიერ მოსავლიანი ჯიში, ე. წ. ნაკაშიძის ჯანი. აღნიშნული ჯიში თავისი ამპელოგრაფიული და სამეურნეო-ტექნოლოგიური თავისებურებებით არსებითად განსხვავდება გურიის ჯანისაგან. ადგილზე წარმოებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეს ჯიში სოფ. შრომაშო (მახარაძის რაიონი) პირველად შემოიტანა ყოფ. მემამულემ ნაკაშიძემ და როგორც უხვმოსავლიანი, იგი შემდგომ მასობრივად გავრცელებულა მეზობელ სოფლებშიაც, მრავალი წლის მანძილზე წარმოებული დაკვირვებით დადასტურდა, რომ ნაკაშიძის ჯანი ფრანგული ჯიშის _ არამონის ვარიაციას წარმოადგენს.
ციტატები მაქსიმე რამიშვილის წიგნიდან _ "გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები" (გამოცემულია 1948 წელს).

http://forum.vinoge.com/index.php?showtopic=78&mode=threaded&pid=5679

Category: ისტორია | Views: 1144 | Added by: nakashidze | Date: 06.11.2009 | Comments (0)


    ... 1898 წლის ივნისის ექვს სოფელ ენისელიდან ხომლელი წერს: „იაკო, შენი წერილი ერმილე ნაკაშიძემ მომიტანა კვირას, 31 მაისს და ძალიან გამეხარდა. მეტისმეტად გამახარა იმ შესანიშნავმა გარემოებამ, რომ შენ საჯარო სიტყვა წარმოგითქვამს ქ. ფოთში ჭალადიდელის ცხედარის წინაშე. დ. ბაქრაძე, რომ გარდაიცვალა, მაშინ აკაკიმ მითხრა, რომ რა არის, სულ ჩვენ ვამბობთ სიტყვსო, ერთიც თქვენ - ახალგაზრდების წარმომადგენლებმაც გაგვაგონეთ თქვენი ხმა საქვეყნოთო.
  აკაკიმ როცა შენი გამოსვლა გაიგო ძალიან გახარებული იყო შენი გამბედაობით".


ს. ფანცხავა
 აკაკის მეგობრები 
ჟურნალი "მნათობი", 1960 წ. 9 სექტემბერი. გვ. 82-90.

http://publish.dlf.ge/vaxtangvi/akakicereteli/AKAKI%20DA%20QUTAISI/akakis%20cxovrebis%20epizodebi%20qutaissi/s.%20fancxava%20-%20akakis%20megobrebi.htm
Category: ისტორია | Views: 1260 | Added by: nakashidze | Date: 06.11.2009 | Comments (0)

« 1 2 3 4 5 6 ... 9 10 »