მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » გრიგოლ ფერაძე და ნაკაშიძეები
09:56
გრიგოლ ფერაძე და ნაკაშიძეები

....მამა გრიგოლს პოლონეთში ცხოვრება მოუხდა მძიმე პერიოდში, როცა ქვეყანა გერმანელი ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, გრ. ფერაძის ცხოვრების ბოლო წლებისა და მოწამეობრივი სიკდვილის ცნობებიც მწირია. მით უფრო ძვირფასია ის ინფორმაცია, რასაც გვაწვდიან მასზე უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, როლებიც პირადად იცნობდნენ მას. მათ შორის არიან: ცნობილი რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე, პარიზის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი მამა ილია მელია, პოლონეთის ქართული სათვისტომოს თავკაცი გიორგი ნაკაშიძე, გენერალი შალვა მაღლაკელიძე და სხვანი....
...უშედეგო გამოდგა გიორგი ნაკაშიძისა და მიტროპოლიტ დიონისეს მცდელობა ეხსნათ არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ფაშისტების ხელიდან. 4 მაისს დაპატიმრებისთანავე დალუქეს მისი ბინა, 28 მაისს კი პოლიციელებმა ბინა გაჩხრიკეს და მის ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან ინგლისური ვალუტა აღმოაჩინეს. შეიძლება ფული მამა გრიგოლს ინგლისში ყოფნის მერე ჩამოჰყოლოდა. მაგრამ გესტაპოს მტკიცებით ის ებრაელთა დახმარების ფონდს ეკუთვნოდა და არქიმანდრიტის წინააღმდეგ უტყუარ ნივთმტკიცებას წარმოადგენდა. ისტორიკოსი გოჩა საითიძე ფერაძისადმი მიძღვნილ წერილში აღნიშნავს: «ამჟამად თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ვალუტა სამალავში გრიგოლ ფერაძეს არ შეუნახავს. არსებობს ზეპირი თუ წერილობითი მასალა, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ მოხვდა ფული წიგნების უკან და ვისი ნახელავი იყო ეს. მაგრამ იმის გამო, რომ აქ კონკრეტულ პირებზეა საუბარი, რომელთა შთამომავლები დღესაც ცოცხლები არიან და ცნობები ოფიციალური დოკუმენტებით ჯერჯერობით არ დასტურდება, თავს შევიკავებთ მათი გვარების დასახელებისაგან». იგი ეყრდნობა თამარ დულარიძის, შალვა მაღლაკელიძის, ჰენრიკ პაპროცკის, გურამ შარაძის მიერ მოხმობილ მასალას და გიორგი ნაკაშიძის სიტყვებიც მოჰყავს: «ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში გარეული, მაგრამ არ ვიტყვი. ანდა რას უშველის თქმა? ისიც ვიცი, რომ ფერაძის დღიური გესტაპოში დაჰქონდათ და უთარგმნიდნენ გერმანელებს … ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი»...
დამატებით იხილეთ:
http://nakashidze.ucoz.com/news/2008-12-25-33


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1160 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: