მთავარი » 2010 » იანვარი » 15

....მამა გრიგოლს პოლონეთში ცხოვრება მოუხდა მძიმე პერიოდში, როცა ქვეყანა გერმანელი ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, გრ. ფერაძის ცხოვრების ბოლო წლებისა და მოწამეობრივი სიკდვილის ცნობებიც მწირია. მით უფრო ძვირფასია ის ინფორმაცია, რასაც გვაწვდიან მასზე უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, როლებიც პირადად იცნობდნენ მას. მათ შორის არიან: ცნობილი რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე, პარიზის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი მამა ილია მელია, პოლონეთის ქართული სათვისტომოს თავკაცი გიორგი ნაკაშიძე, გენერალი შალვა მაღლაკელიძე და სხვანი....
...უშედეგო გამოდგა გიორგი ნაკაშიძისა და მიტროპოლიტ დიონისეს მცდელობა ეხსნათ არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ფაშისტების ხელიდან. 4 მაისს დაპატიმრებისთანავე დალუქეს მისი ბინა, 28 მაისს კი პოლიციელებმა ბინა გაჩხრიკეს და მის ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან ინგლისური ვალუტა აღმოაჩინეს. შეიძლება ფული მამა გრიგოლს ინგლისში ყოფნის მერე ჩამოჰყოლოდა. მაგრამ გესტაპოს მტკიცებით ის ებრაელთა დახმარების ფონდს ეკუთვნოდა და არქიმანდრიტის წინააღმდეგ უტყუარ ნივთმტკიცებას წარმოადგენდა. ისტორიკოსი გოჩა საითიძე ფერაძისადმი მიძღვნილ წერილში აღნიშნავს: «ამჟამად თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ვალუტა სამალავში გრიგოლ ფერაძეს არ შეუნახავს. არსებობს ზეპირი თუ წერილობითი მასალა, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ მოხვდა ფული წიგნების უკან და ვისი ნახელავი იყო ეს. მაგრამ იმის გამო, რომ აქ კონკრეტულ პირებზეა საუბარი, რომელთა შთამომავლები დღესაც ცოცხლები არიან და ცნობები ოფიციალური დოკუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ისტორია | Views: 1160 | Added by: nakashidze | Date: 15.01.2010 | Comments (0)


....უკვე მომდევნო წლის 23 აპრილს, როცა უკვე იუნკრად მიღებული ეს ახალგაზრდა ყიზლარის მახლობლად, მდინარე თერგის ნაპირზე მდებარე კაზაკურ სტანიცა სტაროგლადოვში მეოცე საარტილერიო ბრიგადის მეოთხე ბატარეაში ემსახურება ხელმწიფე-იმპერატორს და აჯანყებული შამილის დაღესტნის წინააღმდეგ იბრძვის, ქალაქ ნუხის (ახლანდელი ქალაქი შაქი აზერბაიჯანში) მახლობლად, გაქცევისას მოკლავენ ჰაჯი-მურატს და მის მოჭრილ თავს სახალხოდ ჩამოატარებენ ტფილისის სახაზინო თეატრში, სადაც თავშეყრილ ხალხში ჩვენი ახალგაზრდა გრაფის მომავალი მეგობარი, მწერალი ილია ნაკაშიძეც იმყოფება....
... ამ ამბიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1904 წელს, სამოცდათექვსმეტი წლის უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი დაამთავრებს, შესაძლოა, თავის ერთ-ერთ უპირველეს შედევრს – ვრცელ მოთხრობა "ჰაჯი-მურატს”, სადაც იმ მოჭრილი თავის ასეთ აღწერილობას მეგობარი მწერლის, ილია ნაკაშიძის მიწვდილი ცნობის მიხედვით შექმნის:...
"ლიტერატურული პალიტრა” № 7 (46)
ივლისი 2008 წელი

ტოლსტოის და ნაკაშიძეების ურთიერთობის შესახებ დამატებით იხილეთ:
http://nakashidze.ucoz.com/news/2008-12-24-26
Category: ისტორია | Views: 1145 | Added by: nakashidze | Date: 15.01.2010 | Comments (0)


   ....შოთა ნიშნიანიძე დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში. გაიზარდა პლეხანოვზე... 9 წლის შოთა ვერა დეიდამ იშვილა და თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად ნაკაშიძის ქუჩაზე....
    ქ. თბილისში არსებობს ცნობილი ქართველი საბავშვო მწერლის ნინო ნაკაშიძის და ცნობილი საზოგადო მოღვაწის ილია ნაკაშიძის სახელობის ქუჩა, რომელიც ადრე ავლევის ქუჩის სახელს ატარებდა. ქუჩასთან ერთად არსებობს ნაკაშიძეების შესახვევი და ჩიხი. 
     ქალაქ ოზურგეთში კი ერთ ერთი ქუჩა ანტონ ნაკაშიძის სახელს ატარებს (ეს ალბათ ის ანტონ ნაკაშიძეა რომელიც უკრაინაში მოღვაწეობდა).
Views: 1291 | Added by: nakashidze | Date: 15.01.2010 | Comments (0)