მთავარი » მასალის არქივი

    "ნაკაშ იყო ბახიჩის ადგილით, დიარბექირის წინამძღუარი და თათართაგან ეწოდა ნაყაშ, რადგან მხატვრობა იცოდა... ამის შვილნი მოვიდნენ ქართლსა, მეფემან მიიღო თავადად და უბოძა გვარად ნაყაშიძობა... მისცა ადგილი გურიას და არიან მუნიდგან ნაკაშიძედ წოდებულნი წელსა 1231–სა"...
    
      ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.
Category: ისტორია | Views: 1001 | Added by: nakashidze | Date: 19.11.2009 | Comments (0)


   შუა და ქვემო გურიაში (სოფ. ბახვი, ბაღდათი, შრომა და სხვ.) ფართოდ არის გავრცელებული ძლიერ მოსავლიანი ჯიში, ე. წ. ნაკაშიძის ჯანი. აღნიშნული ჯიში თავისი ამპელოგრაფიული და სამეურნეო-ტექნოლოგიური თავისებურებებით არსებითად განსხვავდება გურიის ჯანისაგან. ადგილზე წარმოებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეს ჯიში სოფ. შრომაშო (მახარაძის რაიონი) პირველად შემოიტანა ყოფ. მემამულემ ნაკაშიძემ და როგორც უხვმოსავლიანი, იგი შემდგომ მასობრივად გავრცელებულა მეზობელ სოფლებშიაც, მრავალი წლის მანძილზე წარმოებული დაკვირვებით დადასტურდა, რომ ნაკაშიძის ჯანი ფრანგული ჯიშის _ არამონის ვარიაციას წარმოადგენს.
ციტატები მაქსიმე რამიშვილის წიგნიდან _ "გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები" (გამოცემულია 1948 წელს).

http://forum.vinoge.com/index.php?showtopic=78&mode=threaded&pid=5679

Category: ისტორია | Views: 1144 | Added by: nakashidze | Date: 06.11.2009 | Comments (0)


    ... 1898 წლის ივნისის ექვს სოფელ ენისელიდან ხომლელი წერს: „იაკო, შენი წერილი ერმილე ნაკაშიძემ მომიტანა კვირას, 31 მაისს და ძალიან გამეხარდა. მეტისმეტად გამახარა იმ შესანიშნავმა გარემოებამ, რომ შენ საჯარო სიტყვა წარმოგითქვამს ქ. ფოთში ჭალადიდელის ცხედარის წინაშე. დ. ბაქრაძე, რომ გარდაიცვალა, მაშინ აკაკიმ მითხრა, რომ რა არის, სულ ჩვენ ვამბობთ სიტყვსო, ერთიც თქვენ - ახალგაზრდების წარმომადგენლებმაც გაგვაგონეთ თქვენი ხმა საქვეყნოთო.
  აკაკიმ როცა შენი გამოსვლა გაიგო ძალიან გახარებული იყო შენი გამბედაობით".


ს. ფანცხავა
 აკაკის მეგობრები 
ჟურნალი "მნათობი", 1960 წ. 9 სექტემბერი. გვ. 82-90.

http://publish.dlf.ge/vaxtangvi/akakicereteli/AKAKI%20DA%20QUTAISI/akakis%20cxovrebis%20epizodebi%20qutaissi/s.%20fancxava%20-%20akakis%20megobrebi.htm
Category: ისტორია | Views: 1261 | Added by: nakashidze | Date: 06.11.2009 | Comments (0)


   ....როგორც ცნობილია, არსებობს ოლღა გურამიშვილის წერილი, რომელშიც იგი მკვლელების შეწყალებას ითხოვს. აწ განსვენებულმა გურამ შარაძემ ოლღას მიერ მარჯორი უორდროპისადმი მიწერილი წერილი აღმოაჩინა, სადაც ატყობინებდა, რომ წერილი დააწერინეს და თუ ვინ, ამას პირადად შეხვედრის დროს გაუმხელდა. ოლღას იაკობ გოგებაშვილმა, ილია ნაკაშიძემ და გიორგი ლასხიშვილმა უთხრეს, რომ ილია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ იბრძოდა და ამიტომ დაწერეთ წერილი იმათი შეწყალების თაობაზეო. ოლღა დათანხმებია. ტოლსტოიმ რომ გაიგო ოლღას გადაწყვეტილება, დიდად მოეწონა და გაუკვირდა, როგორ მოხდა მსგავსი ამბავი საქართველოში. ერთ-ერთ რუსულ გაზეთში მან დაწერა, რომ ზნეობრივი მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო....
http://forum.rustavi2.com/lofiversion/index.php/t5948-500.html


Category: ისტორია | Views: 21781 | Added by: nakashidze | Date: 06.11.2009 | Comments (0)


      The Nakashidze (Georgian: ნაკაშიძე) was a noble family in Georgia, one of the princely houses hailing from the province of Guria. In the Principality of Guria, they held the hereditary office of Receivers of Ambassadors. After the Russian annexation of Guria (1828), the family was received among the princely nobility of the Russian Empire (December 6, 1850).[1] The family produced several military figures and bureaucrats in the Imperial Russian service into the 20th century.[2]
[edit]
      References
^ Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, p. 272. Georgetown University Press.
^ (Russian) Javakhishvili, Niko (2003), Грузины под Российским Флагом: Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703-1917 (Georgians under the Russian Banner), p. 140. Tbilisi State University Press.



Category: ისტორია | Views: 921 | Added by: nakashidze | Date: 02.11.2009 | Comments (0)

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 20 21 »