მთავარი » მასალის არქივი

ნაკაშიძეთა საყურადღებოდ

ინფორმაცია გვარის დალოცვასთან დაკავშირებით!

მოგეხსენებათ, 2014 წლის 26 იანვარს ჩანიშნული იყო ნაკაშიძეების გვარის დალოცვა, მაგრამ გარკვეულ გარემოებათა გამო ვერ შედგა.

ბატონი ცოტნე ნაკაშიძის ინფორმაციით, ვინც კურირებს ამ საქმეს, არსებული გრაფიკის მიხედვით, ნაკაშიძეების გვარის დალოცვა მოხდება 2014 წლის 23 ნოემბერს.

გვარის დალოცვისათვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა:

1. გვარის დალოცვის წინ ნაკაშიძეებმა უნდა იკითხონ ,,ფსალმუნნი მეფისა დავითისა (20 კანონი). ლოცვების კითხვის განრიგი 2014 წლის 21 სექტემბერს შედგა ნაკაშიძეების ყოველწლიურ ტრადიციულ შეხვედრაზე  ოზურგეთში,  ციხისფერდის საგვარეულო ეკლესიაში და ღვთის მადლით უკვე მიმდინარეობს.

2. წინასწარ გავლილი კონსულტაციებისა და შეთანხმება მიხედვით, უნდა დაიწეროს ღვთისმშობილის შობის სახელობის ხატი (ზომები 0,65 მ X 0,50 მ),  რომელიც წინასწარ უნდა იქნეს შეკვეთილი, მის დაწერას 1 თვემდე სჭირდება;

3. საგვარეულო დროშის შეკვეთა (ზომებით 1X0,7; ტარი 2 მ.) ნაკაშიძეების მცირე გერბის გამოსახულებით თეთრ ფონზე, დალოცვის დროს მის გარშემო მოხდება ჩვენი განლაგება;

ნებაყოფლობითია:

  1. საგვარეულო სამაჯურის ... კითხვის გაგრძელება »
Category: ნაკაშიძეები | Views: 1364 | Added by: nakashidze | Date: 18.10.2014 | Comments (7)


ძვირფასო ნაკაშიძეებო!

უღრმესი პატივისცემითა და სიყვარულით მოგმართავთ!

გვაქვს რა თქვენი იმედი, ერთხელ კიდევ, მოკრძალებით მოგიწოდებთ საერთო საშვილიშვილო საქმეებში თანადგომისა და აქტიურობისაკენ.

,,საქართველო-უკრაიონის ასოციაცია თავადი ნაკაშიძის“ დაფუძნებიდან 12 წელი გავიდა. უამრავ სასიკეთო საქმეს დაედო სათავე. მაღალორგანიზაციულ დონეზე მზადდება საგვარეულოს წარმომადგენელთა შეკრებები. დაწესდა ყოველწლიური საგვარეულო დღესასწაული - 21 სექტემბერი, ღვთისმშობლის შობის საგვარეულო ეკლესიასთან (ოზურგეთი, სოფელი ციხისფერდი), ტარდება საყურადღებო ღონისძიებები გვარის ტრადიციების აღორძინების, გამდიდრებისა და პატივისცემისათვის; საფუძველი ჩაეყარა საგვარეულოს ისტორიული ძეგლების მოძიების, შესწავლისა და აღდგენის ღონისძიებებს; გვარში წარმოჩენილთა ღვაწლის ჯეროვანი დაფასების; საზღვარგარეთ ემიგრირებულთა საქმეების გაცნობის და მათ შთამომავლებთან კავშირ-ურთიერთობების დამყარებას;  ვეწევით საქველმოქმედო და შესაბამის სააგიტაციო საქმიანობებს.

საფიქრალი და გასაკეთებელი კვლავ ბევრი გვაქვს.

სულ მალე, ჩვენი დიდებული გვარი ეზიარება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. გვწამს, რომ ეს იქნება ღვთისაგან მომადლებული მადლის ღირსეულად დაფასებისა და პატივისცემის საწინდარი, სტიმული სრულიად ნაკაშიძეთა გვარის, თითოეული ოჯახის და პიროვნებისადმი, სადაც უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს იგი.

გვჯერა თქვენი ერთსულოვნებისა და აქტიურობის.

გისურვებთ ნაყოფიერ შემოქმედებით ... კითხვის გაგრძელება »

Category: ნაკაშიძეები | Views: 1088 | Added by: nakashidze | Date: 27.08.2014 | Comments (0)


მოგმართავთ ნაკაშიძეებს!

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დალოცვის სამზადისში მყოფი გვარებისათვის, ორგანიზაცია „საგვარეულო სამაჯურები″ ამზადებს კონკრეტული შემკვეთი გვარისათვის ლატუნის სამაჯურებს, რომელსაც დაამშვენებს უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ამოტვიფრული ხელმოწერა და შემკვეთი გვარის წარწერა, მაგ: ,,ღმერთმა დალოცოს ნაკაშიძეები″,    

შეკვეთა აბსოლუტურად ნებაყოფლობითია, მაგრამ იმისათვის, რომ შეკვეთა მიღებულ იქნას, გვარიდან მსურველთა მინიმალური რაოდენობა 50-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

სამაჯურის ნიმუშის ნახვა შეიძლება Facebook-ის გვერდზე ,,საგვარეულო სამაჯურები″, მისი ღირებულებაა 20 ლარი, რომელიც შემოწირულობის სახით ჩაირიცხება ბორჯომის რაიონში მშენებარე ფოთლეთის მამათა მონასტრისთვის.

აღნიშნული სამაჯურის შეძენის მსურველებმა 2014 წლის 22 აგვისტომდე ცოტნე ნაკაშიძის მობილურის ნომერზე - 593 310043 გააგზავნეთ SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინება): მსურს სამაჯურის შეძენა, სახელი, მამის სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი, დაბა, სოფელი), საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი.

თუ შეგროვდა მინიმუმ 50 მსურველი მიიღებთ საპასუხო SMS -ს რის შემდეგაც დაუყოვნებლივ წახვალთ და გადაიხდით 20 ლარს საპასუხო SMS-ში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება შეკვეთის დამზადება. აუცილებლად შეინახეთ გადახდის ქვითრები, რომლის წარდგენაც დაგჭირდებათ სამაჯურის მისაღებად.

სამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ნაკაშიძეები | Views: 1090 | Added by: nakashidze | Date: 20.08.2014 | Comments (0)


      მოინახულეთ და დააLIKEეთ ფეისბუქის გვერდი ნაკაშიძეების შესახებ
      www.facebook.com/prince.nakashidze

Views: 1334 | Added by: nakashidze | Date: 04.07.2011 | Comments (0)


მოგესალმებით ნაკაშიძეებო, გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს, წარმატებებს გისურვებთ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, 2011 წელი ყოფილიყოს თქვენთვის ყოველივე საუკეთესოს მომტანი...
Views: 1070 | Added by: nakashidze | Date: 30.12.2010 | Comments (0)

1 2 3 ... 20 21 »