მთავარი » მასალის არქივი

   ....შოთა ნიშნიანიძე დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში. გაიზარდა პლეხანოვზე... 9 წლის შოთა ვერა დეიდამ იშვილა და თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად ნაკაშიძის ქუჩაზე....
    ქ. თბილისში არსებობს ცნობილი ქართველი საბავშვო მწერლის ნინო ნაკაშიძის და ცნობილი საზოგადო მოღვაწის ილია ნაკაშიძის სახელობის ქუჩა, რომელიც ადრე ავლევის ქუჩის სახელს ატარებდა. ქუჩასთან ერთად არსებობს ნაკაშიძეების შესახვევი და ჩიხი. 
     ქალაქ ოზურგეთში კი ერთ ერთი ქუჩა ანტონ ნაკაშიძის სახელს ატარებს (ეს ალბათ ის ანტონ ნაკაშიძეა რომელიც უკრაინაში მოღვაწეობდა).
Views: 1291 | Added by: nakashidze | Date: 15.01.2010 | Comments (0)


     
გამარჯობათ ნაკაშიძეებო, გილოცავთ შობა- ახალ წელს, გისურვებთ წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში...
  ჩვენი პატარა საიტი წელზე მეტია ფუნქციონირებს და ვფიქრობთ რომ შევძელით ნაკაშიძეების გვართან დაკავშირებული ბევრი დოკუმენტური თუ ფოტომასალების მოძიება და საიტზე განთავსება, რაშიც ბევრი ადამიანი დაგვეხმარა დიდი მადლობა მათ ამისათვის. მიუხედავად ყველაფრისა საიტი თავადების საკადრისი ჯერჯერობით მაინც ვერ არის მაგრამ თქვენი თანადგომით მალე უკეთესი გახდება...
საიტის ადმინისტრაცია
www.nakashidze.ucoz.com
Views: 1031 | Added by: nakashidze | Date: 23.12.2009 | Comments (0)


     ცნობილი პირები – ივანე დუმბაძე ... დედით ნაკაშიძე !!! ... ანტონ დუმბაძე, ოზურგეთის მაზრიდან, სოფ. შემოქმედიდან, რომელმაც ნაკაშიძის ქალთან ერთად 8 შვილი გაუზარდა სამშობლოს. 7 ვაჟი და ერთი ქალი. ერთი ვაჟი დავითი მღვდელი გამოსულა, დანარჩენებს სამხედრო საქმისათვის მოუკიდიათ ხელი და მათგან 5 გენერალი, ერთი პოლკოვნიკი გამხდარა, ქალიშვილი კი ვინმე თავად ლორთქიფანიძეს გაყოლია ცოლად... ივანე დუმბაძე ყველაზე პოპულარული და გავლენიანი იყო ძმებს შორის. იგი ყირიმს განაგებდა. ათი წელი იყო იალტის თავი. მთელ რუსეთში იცნობდნენ როგორც უმკაცრეს და უპატიოსნეს მმართველს.... გენერალი ძალიან დაახლოებული ყოფილა იმპერატორის ოჯახთან.როგორც მაშინდელი რუსული საინფორმაციო წყაროები ირწმუნებიან, ნიკოლოზ II მხოლოდ ივანე დუმბაძეს ანდობდა საკუთარი შვილების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას.ხშირად იწვევდა სასახლეში და რჩევას ეკითხებოდა. ივანეზე განაწყენებულთ იმპერატორი ერთსა და იმავეს პასუხობდა – ივანემ უკეთიცის ყველაფერიო... არსებობს ფოტო ივანე დუმბაძე რუსეთის უფლისწულ ალექსანდრესთან ერთად... !!! 

    ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.

Category: ისტორია | Views: 1320 | Added by: nakashidze | Date: 07.12.2009 | Comments (0)


    ნაკაშიძეთა სათავადო იყო საეკლესიო კერა – "... ნაკაშიძეების ადგილსამყოფელი ციხისფერდი იყო არა მარტო მათი სათავადოს ადმინისტრაციული ცენტრი, არამედ აქ კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობაც წარმოებდა. ბეჟან ნაკაშიძისა და მისი მემკვიდრის გიორგის დროს (მე–17 ს. მეორე ნახევარი მომდევნო საუკუნის პირველი ნახევარი) ციხისფერდში, ნაკაშიძეთა საგვარეულო ეკლესიაში სამწერლობო მოღვაწეობა იყო გაჩაღებული. ხსენებულ პირთა "ბრძანებით" "აღწერა" აქ მღვდელმა საბამ "სრული გულანი" [მთელი წლის მანძილზე ეკლესიაში გამოყენებული საკითხავი წიგნების კრებული] რომელიც ლიტერატურაში ცნობილია "ციხის გულანის" სახელით!!!

     ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.  

Category: ისტორია | Views: 1287 | Added by: nakashidze | Date: 30.11.2009 | Comments (0)


      ნაკაშიძეთა გვარის ავტორიტეტზე შემდეგი ფაქტი მიუთითებს: "... პირველი ნაკაშიძის, მამუკას მემკვიდრე მესტუმრეთუხუცესი ბეჟანი მეტად ძლიერი თავადია და დიდი პატივიც აქვს გურიის სამთავროში. ამიტომაა, რომ მამია III გურიელი (1689–1714წწ.) დიპლომატიური მისიით ბეჟანს გზავნის "სტამბოლში". რა საკითხზე ჰქონდა გურიელის ელჩს თურქეთთან მოლაპარაკება, წყაროებიდან არ ჩანს. მაგრამ ბეჟანის ელჩობის შედეგი იყო ის,რომ მამია "თურქეთს მოურიგდა"...!!!      
    ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.
Category: ისტორია | Views: 1034 | Added by: nakashidze | Date: 30.11.2009 | Comments (0)

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 20 21 »