მთავარი » 2009 » მარტი » 13

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის, მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში აზნაურის ოჯახში ოფიციალური ცნობით 1863 წლის 3 იანვარს. მამა – აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, ჩინოსანი – კორდონის ოფიცერი, საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელი გურია–ოსმალეთის ხაზზე. სოფელში ”ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი”, კარგი პატრიოტიც ყოფილა. დედა – თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული (სოფ. მაკვანეთიდან). ნინო მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. წმიდანს მშობლები ჯერ კიდევ პატარას დაეღუპა.

არაერთხელ აღუნიშნავს ექვთიმეს: ”ხუთი წლისა ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი, უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველება ობლებსო!...”

... კითხვის გაგრძელება »

Category: ისტორია | Views: 1501 | Added by: nakashidze | Date: 13.03.2009 | Comments (0)


თურქეთმა XVIII ს. 70-იან წლებში საქართველოს მიწების გარკვეული ნაწილი მიიტაცა და იგი მის მიერ დამონებულ ქართულ მხარეებს შეუერთა.

უმეთაუროდ დარჩენილ ქობულეთის მხარის მოსახლეობას თურქებთან ბრძოლა არ შეუწყვეტია. თურქებმა მხოლოდ უმკაცრესი ზომების მიღებით, მასობრივი ტერორის გზით შეძლეს ამ მხარის დამორჩილება. დამპყრობლებმა მაშინვე დაიწყეს ძალით ისლამის გავრცელება, ანუ, როგორც მაშინ ამბობდნენ "გათათრება”, მაგრამ მოსახლეობის ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ. მოსახლეობამ გურიის ქრისტიანულ ნაწილში გადასახლება დაიწყო. გადმოსახლებულთა უმრავლესობა შუა გურიაში, უმთავრესად ნაკაშიძეთა სათავადოში დასახლდა. შემდეგ ისინი ხიზნური წესით ემსახურებოდნენ ნაკაშიძეებს.
 
Category: ისტორია | Views: 1820 | Added by: nakashidze | Date: 13.03.2009 | Comments (0)


იმ მემამულეთა შორის, რომლებმაც ახალი ინტენსიური კულტურების დანერგვას გაბედულად მოჰკიდეს ხელი, ერთ-ერთი საპატიო ადგილი მ. ნაკაშიძეს უკავია. იგი გურიაში ჩაის გაშენების პიონერი იყო (აგრძელებდა მ. გურიელისა და მ. ერისთავის ცდებს), 1914 წლისათვის მის მამულში (სოფ. ზედუბანი) ჩაის პლანტაციას 9 დეს. ეკავა, საიდანაც მიიღო 12 200 გირვანქა მწვანე ფოთოლი და 3 ათასი გირვანქა ჩაის მზა პროდუქცია.
1903 წლიდან ოზურგეთის მაზრის მიქელ-გაბრიელის თემის ზედუბანში (სოფ. შრომა) მ. ნაკაშიძემ თავის მამულში 9 დესეტინაზე გააშენა ჩაის პლანტაცია, აქვე მან 1908 წლისათვის ააგო პირველი მცირეძალიანი ჩაი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ისტორია | Views: 1158 | Added by: nakashidze | Date: 13.03.2009 | Comments (0)


ლევან გურიელი, მთავარი 1712-1713 წლებში მამია III გურიელის ძე. იმერეთის მეფისა და ახალციხის ფაშის დახმარებით სამთავრო ტახტი წაართვა ძმას, გიორგი IV გურიელს, რასაც შინაომი მოჰყვა: ნაკაშიძეები, მაჭუტაძეები და თავდგირიძეები ლევან გურიელს ეხმარებოდნენ, გურიის ერისთავი კი - გიორგი IV გურიელს. 1713 წელს გიორგი IV გურიელმა დაიბრუნა სამთავრო ტახტი.

Category: ისტორია | Views: 1042 | Added by: nakashidze | Date: 13.03.2009 | Comments (0)