მთავარი » 2009 » მარტი » 13 » ვაზი, ჩაის პლანტაცია და ნაკაშიძეები
15:57
ვაზი, ჩაის პლანტაცია და ნაკაშიძეები

იმ მემამულეთა შორის, რომლებმაც ახალი ინტენსიური კულტურების დანერგვას გაბედულად მოჰკიდეს ხელი, ერთ-ერთი საპატიო ადგილი მ. ნაკაშიძეს უკავია. იგი გურიაში ჩაის გაშენების პიონერი იყო (აგრძელებდა მ. გურიელისა და მ. ერისთავის ცდებს), 1914 წლისათვის მის მამულში (სოფ. ზედუბანი) ჩაის პლანტაციას 9 დეს. ეკავა, საიდანაც მიიღო 12 200 გირვანქა მწვანე ფოთოლი და 3 ათასი გირვანქა ჩაის მზა პროდუქცია.
1903 წლიდან ოზურგეთის მაზრის მიქელ-გაბრიელის თემის ზედუბანში (სოფ. შრომა) მ. ნაკაშიძემ თავის მამულში 9 დესეტინაზე გააშენა ჩაის პლანტაცია, აქვე მან 1908 წლისათვის ააგო პირველი მცირეძალიანი ჩაის ფაბრიკა. ეს იყო ჩაის პირველი ფაბრიკა ოზურგეთის მაზრაში.

 

გურიაში ვაზის მრავალი ჯიშის ყურძენი იყო გავრცელებული, "მაღლარნი ვაზი”, უფრო ადრინდელი, "დაბლარნი” გვიანდელი XIX საუკუნის ბოლოხანს გვხდებოდა ძველი მიქელ-გაბრიელის (დღევანდელი სოფელ შრომის) ტერიტორიაზე. განსაკუთრებით მოუშენებიათ თეთრუშას ჯიში, კერძოდ, ...... ნაკაშიძეებს ჰქონიათ სხვა კუთხე ადგილებში გაშენებული თეთრუშას ფანჩატურები.


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1159 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: