მთავარი » 2009 » სექტემბერი » 22 » ნაკაშიძეები საგვარეულო ეკლესიაში
10:10
ნაკაშიძეები საგვარეულო ეკლესიაში

   ზოგადი მიმოხილვა
• 10:00 - გავედით ქ. ბათუმიდან 1 მიკროავტობუსით და 3 მსუბუქი ავტომანქანით 50 ადამიანამდე;
• აჭარის წარმომადგენლობას თან საპატიო სტუმარი გვახლდა, კერძოდ უკრაინის კონსული ქალაქ ბათუმში – ვლადიმერ ბონდარენკო მეუღლესთან ერთად.
• ტრადიციულად შევჩერდით ქ. ოზურგეთის თეატრთან სადაც შემოგვიერთდენ სხვა რეგიონების ნაკაშიძეებიც.
• 12:00 - უკვე ოზურგეთში, სოფ. გურიანთაში ვიყავით სადაც დაგვხვდა უამრავი ადგილობრივი მცხოვრები, წინა წვიმიანი დღის მიუხედავად კარგი ამინდი დაგხვდა და წამოსვლამდე არც გაწვიმებულა.
• მოვიკითხეთ ჩვენი გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან, დავათვალიერეთ ეკლესია და შემოგარენი, დავანთეთ სანთლები;
• როგორც ყოველთვის დავაგვიანეთ და მამა თომას (თამაზ გოგოტიშვილი – ეკლესიის მღვდელი 2008 წლის ნოემბრიდან) მიერ ჩატარებულ წირვაზე დასწრება ვერ მოვახერხეთ.
• ეკლესიის ეზოში საგვარეულოს ასოციაციის ადმინისტრაციის მიერ ჩატარდა მოკლე მიმოხილვა გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;
• 14:00 - გაიშალა და მამა თომას მიერ კურთხეულ იქნა სახელდახელო პურ-მარილი ეკლესიის მიმდებარედ, დაილია ბევრი სადღეგძელო;
• როგორც წინა საგვარეულო შეხვედრებზე უფრო ახლოს და პირადად გავიცანით უამრავი ღირსეული ნაკაშიძე, რომლებსაც სამწუხაროდ მანამდე არ ვიცნობდით;
• ბათუმში მობრუნებისას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფ. მახოს მკვიდრ ნაკაშიძეების მიკროავტობუსით მომიწია მგზავრობა, რომლებიც შესაშურად წინა წლისაგან განსხავებით ძალიან მომზადებულები და საკმაო წარმომადგენლობით იყვნენ წარმოდგენილები; 
• გადავიღეთ სამახსოვრო სურათები (ნაწილი იხილეთ საგვარეულო საიტის www.nakashidze.ucoz.com-ის და www.odnoklasniki.ru-ს ნაკაშიძეების ჯგუფის გვერდის ფოტოალბომებში);
• 16:30 - დავიშალეთ დიდი მოლოდინებით, რომ მალე შევხვდებით სხვადასხვა მიზეზებით და ტრადიციულად საგვარეულო შეკრებებზე; 
• მიუხედავად დამღლელი მოგზაურობისა წვიმების გამო გაფუჭებული გზების გამო, ნანახით ძალიან კმაყოფილები დავრჩით, ყოველწლიურმა საგვარეულო შეხვედრამ წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა.

ტარიელ ნაკაშიძე
გურიანთა, 2009 წლის 21 სექტემბერი



aa
ნანახია: 1152 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: