მთავარი » 2009 » სექტემბერი » 22

   ზოგადი მიმოხილვა
• 10:00 - გავედით ქ. ბათუმიდან 1 მიკროავტობუსით და 3 მსუბუქი ავტომანქანით 50 ადამიანამდე;
• აჭარის წარმომადგენლობას თან საპატიო სტუმარი გვახლდა, კერძოდ უკრაინის კონსული ქალაქ ბათუმში – ვლადიმერ ბონდარენკო მეუღლესთან ერთად.
• ტრადიციულად შევჩერდით ქ. ოზურგეთის თეატრთან სადაც შემოგვიერთდენ სხვა რეგიონების ნაკაშიძეებიც.
• 12:00 - უკვე ოზურგეთში, სოფ. გურიანთაში ვიყავით სადაც დაგვხვდა უამრავი ადგილობრივი მცხოვრები, წინა წვიმიანი დღის მიუხედავად კარგი ამინდი დაგხვდა და წამოსვლამდე არც გაწვიმებულა.
• მოვიკითხეთ ჩვენი გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან, დავათვალიერეთ ეკლესია და შემოგარენი, დავანთეთ სანთლები;
• როგორც ყოველთვის დავაგვიანეთ და მამა თომას (თამაზ გოგოტიშვილი – ეკლესიის მღვდელი 2008 წლის ნოემბრიდან) მიერ ჩატარებულ წირვაზე დასწრება ვერ მოვახერხეთ.
• ეკლესიის ეზოში საგვარეულოს ასოციაციის ადმინისტრაციის მიერ ჩატარდა მოკლე მიმოხილვა გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;
• 14:00 - გაიშალა და მამა თომას მიერ კურთხეულ იქნა სახელდახელო პურ-მარილი ეკლესიის მიმდებარედ, დაილია ბევრი სადღეგძელო;
• როგორც წინა საგვარეულო შეხვედრებზე უფრო ახლოს და პირადად გავიცანით უამრავი ღირსეული ნაკაშიძე, რომლებსაც სამწუხაროდ მანამდე არ ვიცნობდით;
• ბათუმში მობრუნებისას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფ. მახოს მკვიდრ ნაკაშიძეების მიკროა ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1152 | Added by: nakashidze | Date: 22.09.2009 | Comments (0)