მთავარი » 2010 » სექტემბერი » 22 » გურიანთა_21.09.2010 წ.
12:49
გურიანთა_21.09.2010 წ.

ნაკაშიძეთა ყოველწლიური მეშვიდე შეხვედრა საგვარეულო ეკლესიაში ზოგადი მიმოხილვა
• 10:00 - გავედით ქ. ბათუმიდან 6 მსუბუქი ავტომანქანით 50 ადამიანამდე, აჭარის წარმომადგენლობას თან საპატიო სტუმარი გვახლდა თბილისიდან, კერძოდ ცნობილი რეჟისორი ცოტნე ნაკაშიძე მეუღლესთან ერთად.
• ტრადიციულად შევჩერდით ქ. ოზურგეთის თეატრთან სადაც შემოგვიერთდენ სხვა რეგიონების ნაკაშიძეებიც. 12:00 - უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. გურიანთაში ვიყავით სადაც დაგვხვდა ბევრი ადგილობრივი მცხოვრები. მოვიკითხეთ ჩვენი გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან, დავათვალიერეთ ეკლესია და შემოგარენი, დავანთეთ სანთლები;
• ჩატარდა წირვა მამა ბასილის, მამა თომას და სხვა მამათა მონაწილეობით. რომლის შემდეგაც ეკლესიის ეზოში საგვარეულო ასოციაციის ადმინისტრაციის მიერ ჩატარდა მოკლე მიმოხილვა გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ სამღვდელოების თანამონაწილეობით; • 14:00 - გაიშალა სახელდახელო სუფრა ეკლესიის მიმდებარედ, დაილია ბევრი სადღეგძელო, სუფრის ხელმძღვანელად არჩეული იყო ცოტნე ნაკაშიძე. როგორც წინა საგვარეულო შეხვედრებზე უფრო ახლოს და პირადად გავიცანით უამრავი ღირსეული ნაკაშიძე, რომლებსაც სამწუხაროდ მანამდე არ ვიცნობდით;
• ბატონმა ცოტნე ნაკაშიძემ წარმოგვიდგინა საინტერესო დოკუმენტური მასალები ნაკაშძეების გვარის ისტორიის შესახებ. გადავიღეთ სამახსოვრო სურათები (ნაწილი იხილეთ საგვარეულო საიტის www.nakashidze.ucoz.com და www.facebook.com ნაკაშიძეების გვერდის/ჯგუფის ფოტოალბომებში);
• 16:30 - დავიშალეთ დიდი მოლოდინებით, რომ მალე შევხვდებით სხვადასხვა მიზეზებით და ტრადიციულად საგვარეულო შეკრებებზე. მიუხედავად დამღლელი მოგზაურობისა თითქმის აუტანელი სიცხის და გაფუჭებული გზების გამო, ღონისძიებით ძალიან კმაყოფილები დავრჩით, ყოველწლიურმა საგვარეულო შეხვედრამ წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა.
ტარიელ ნაკაშიძე
გურიანთა, 2010 წლის 21 სექტემბერი

aa
ნანახია: 1197 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: