მთავარი » 2010 » სექტემბერი » 22

ღმრთისმშობლობა - შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
(8 სექტემბერი / 21 სექტემბერი)
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა უფალმა, ადამის მოდგმა რომ ეხსნა, კაცობრივი ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გამოიჩია. ძველი აღთქმის წიგნებში ბევრგან გვხვდება წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: „რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი" (ეზ. 44:2); დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: „მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი" (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა, ხოლო ესაია ღაღადებდა: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეჲ" (ესაია 7:14). მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა - ტარიგად, ოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად, ესაიამ - იესეს ძირად. ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა" (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და „დაფარულს" ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა. ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1421 | Added by: nakashidze | Date: 22.09.2010 | Comments (0)


ნაკაშიძეთა ყოველწლიური მეშვიდე შეხვედრა საგვარეულო ეკლესიაში ზოგადი მიმოხილვა
• 10:00 - გავედით ქ. ბათუმიდან 6 მსუბუქი ავტომანქანით 50 ადამიანამდე, აჭარის წარმომადგენლობას თან საპატიო სტუმარი გვახლდა თბილისიდან, კერძოდ ცნობილი რეჟისორი ცოტნე ნაკაშიძე მეუღლესთან ერთად.
• ტრადიციულად შევჩერდით ქ. ოზურგეთის თეატრთან სადაც შემოგვიერთდენ სხვა რეგიონების ნაკაშიძეებიც. 12:00 - უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. გურიანთაში ვიყავით სადაც დაგვხვდა ბევრი ადგილობრივი მცხოვრები. მოვიკითხეთ ჩვენი გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან, დავათვალიერეთ ეკლესია და შემოგარენი, დავანთეთ სანთლები;
• ჩატარდა წირვა მამა ბასილის, მამა თომას და სხვა მამათა მონაწილეობით. რომლის შემდეგაც ეკლესიის ეზოში საგვარეულო ასოციაციის ადმინისტრაციის მიერ ჩატარდა მოკლე მიმოხილვა გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ სამღვდელოების თანამონაწილეობით; • 14:00 - გაიშალა სახელდახელო სუფრა ეკლესიის მიმდებარედ, დაილია ბევრი სადღეგძელო, სუფრის ხელმძღვანელად არჩეული იყო ცოტნე ნაკაშიძე. როგორც წინა საგვარეულო შეხვედრებზე უფრო ახლოს და პირადად გავიცანით უამრავი ღირსეული ნაკაშიძე, რომლებსაც სამწუხაროდ მანამდე არ ვიცნობდით;
• ბატონმა ცოტნე ნაკაშიძემ წარმოგვიდგინა საინტერესო დოკუმენტური მასალები ნაკაშძეების გვარის ისტორიის შესახებ. გადავიღეთ სამახსოვრო სურათები (ნაწილი იხილეთ საგვა ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1199 | Added by: nakashidze | Date: 22.09.2010 | Comments (0)