მთავარი » 2010 » აპრილი » 19 » ილიას პურადობა და პეტრე ნაკაშიძე
18:14
ილიას პურადობა და პეტრე ნაკაშიძე

     ილია თუმცა ძლიერ ხელმოჭერილი იყო, მაგრამ პურადობით, მასპინძლობით არც ერთს ქართველს არ ჩამოუვარდებოდა. თითონაც უყვარდა სმა და ჭამა "ფრიად მარგი", იცოდა ჭამა ხარბად, საფუძვლიანად და სტუმრებსაც გულუხვად, ხელგაშლილად დაუხვდებოდა ხოლმე. მეტსაც ვიტყვი, - ილიას პურადობა, მასპინძლობა, მართალია, ნამდვილი "ქართველური" იყო, "ჩვენებური, ძველებური", მაგრამ ხშირად ქართველურ ბედოვლათობასაც მოგაგონებდათ. აიღეთ თუ გინდა იმის დღეობა, ილიაობა, ოცს ივლისს. როგორ გადაიხდიდა ხოლმე ილია ამ დღეობას?...

… მახსოვს ერთი ამისთანა დღეობა, მგონი 1886 . თუ 1887 წელს. თითქმის ასამდე იყვნენ ქალაქებიდგან ჩამოსული ინტელიგენტი სტუმრები, მათ შორის მახსოვან: ნიკო ღოღობერიძე და პეტრე ნაკაშიძე იმერეთიდგან, ანდრონიკაშვილი და შალიკაშვილი კახეთიდგან, ჩვენი ისტორიკოსი . ბაქრაძე, მოხუცი . ერისთავი, ილია ოქრომჭედლიშვილი, . მაღალაშვილი, . ქართველიშვილი, ძვირფასიან "ვეფხის-ტყაოსანის" გამომცემელი და ბევრნი სხვანი. ესენი სულ ზოგი ეტლებით, ზოგიც ცხენებით მოვიდნენ. აგერ მოისმა შორიდგან ზურნის ხმა, ერთი ყიჟინა და ჟივილ-ხივილი, მივხვდით: მოდის ჩვენი ასიკო ცაგარელი, ცნობილი დრამატურგი, თავის დამქაშებით, უკვე კარგად შეზარხოშებული და ამიტომ კაი გუნებაზე მყოფი….

,,მარანი”

იაკობ მანსვეტაშვილი

ფრაგმენტი წიგნიდან "მოგონებანი"


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1309 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: