მთავარი » 2010 » ნოემბერი » 18 » გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
16:53
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

     გამარჯობათ ნაკაშიძეებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საიტის ადმინისტრაცია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ნაკაშიძეების გვარის საისტორიო მასალების შეგროვებაზე, გთხოვთ დაინტერესდეთ და მოგვაწოდოთ ნაკაშიძეების გვართან დაკავშირებული დოკუმენტური ინფორმაცია ან/და ფოტომასალა, რომლებსაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ საავტორო უფლებების სრული დაცვით, წინასწარ გიხდით მადლობას...  
     ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია აბსოლიტურ სიზუსტეზე და სრულყოფილებაზე, გამოქვეყნებული მასალები მოძიებულია სხვადასხვა ხელმისაწვდომი რესურსებით და შესაძლებელია მათი გადამოწმება. ნებისმიერი დასაბუთებული შენიშვნა და წინადადება მისაღები და გაზიარებული იქნება ადმინისტრაციის მიერ... 
    საიტი არის დამოუკიდებელი რესურსი და შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურება ნაკაშიძეების გვარის ისტორიული და თანამედროვე წარმომადგენლების დოკუმენტური მასალების მოძიებას და შეგროვებას... ამასთან შესაძლებელია ყველა ნაკაშიძე არ იყოს ერთი კუთხის და შტოს წარმომადგენელი და მითუმეტეს ისტორიული თავადი ნაკაშიძეების შთამომავალი, მაგრამ ჩვენი მოსაზრებით ნაკაშიძეებმა პირველ რიგში ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი. თავადის სტატუსი არის საპატიო ისტორიული წოდება და მისი თუნდაც ფორმალური სახით ტარება ნაკაშიძეებისთვის დიდი პატივია, თუმცა ეს არ უნდა გახდეს თუნდაც მოგვარეებს შორის უსამოვნო დაპირისპირების საგანი...
   ამასთან დიდი მადლობა გვინდა მოვუხადოთ იმ პიროვნებებს ვინც გამოგვეხმაურა და მოგვაწოდა წინადადებები და შენიშვნები საიტთან დაკავშირებით, მათ შორის ბატონ იოსებ ნაკაშიძეს თბილისიდან...     
 
  პატივისცემით საიტის ადმინისტრაციის 
  სახელით ტარიელ ნაკაშიძე
 
   EMAIL.:t. nakashidze@gmail.com; Tel.+99577954405
 

aa
ნანახია: 1274 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 mirza nakashidze  
0
gamarjobat nakashidzebi minda kvelas axali celi miuloco

სახელი *:
Email *:
კოდი *: