მთავარი » 2010 » აპრილი » 6 » ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძის შესახებ
13:41
ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძის შესახებ

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემ დროს ილია თბილისში ცხოვრობდა, თავის მიერ აშენებულ, მაგრამ დის კუთვნილ სახლში სპირიდონ ჯაბადარი დიდი მეგობარი ყოფილიყო ილიასი და ერთი იმ, მასთან დაახლოევებულ მოღვაწეთაგანი, რომელნიც ილიასთან ერთად ზრუნავდნენ საქართველოს საქმეებზე. ესენი იყვნენ: გიორგი ყაზბეგი, ივანელ პოლტარაცკი, ნიკო ღოღობერიძე, დავით ყიფიანი, აკაკი წერეთელი, პეტრე ნაკაშიძე (ილია ნაკაშიძის მამა, ილია ჭავჭავაძის დიდი მეგობარი), ილია წინამძღვრიშვილი, სერგეი მესხი და სხვები

… ერთხელ ილიამ მკითხა, "რამდენად მართალია, რომ ამბობენ, გურულები ურიებიაო?” თან ღიმილით დაატანა, "რა ვიცი,ეს პეტრე ნაკაშიძე მართლაც კი არის პირწავარდნილი ურიაო!” ასეთი ახირებული აზრები ("გურია-ურია”, ისევე როგორც "ხევსური-ხევის ურია”) მართლაც გაისმოდა ხოლმე აქა-იქ, მაგრამ სერიოზულ მეცნიერულ ლიტერატურაში, რა თქმა უნდაარასოდეს. მეც ვუთხარი ილიას, ეგ ტყუილია, გურულები ჭან-ლაზ-მეგრელებისა და მესხების ნარევია და გურული კილოკავი უფრო მესხურს ჩამოჰგავსო; ამას გარდა, გურიაში არც ერთი ებრაელი არ მოიპოვება მეთქი. მართლაც, თუ ჩამოვიდოდნენ ხოლმე ნაგომარზე, იარმუკობას, ივაჭრებდნენ და ისევ წავიდოდნენ უკან

 ზოგი რამ ილიას ოჯახური ცხოვრების შესახებ.

«ექვთიმე თაყაიშვილი – "ილია წინამძღვრიშვილი

თ. პაპავა – "ბოლო შეხვედრა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1333 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: