ძვირფასო ნაკაშიძეებო!
უღრმესი პატივისცემითა და სიყვარულით მოგმართავთ!
გვაქვს რა თქვენი იმედი, ერთხელ კიდევ, მოკრძალებით მოგიწოდებთ საერთო საშვილიშვილო საქმეებში თანადგომისა და აქტიურობისაკენ.
,,საქართველო-უკრაიონის ასოციაცია თავადი ნაკაშიძის“ დაფუძნებიდან 12 წელი გავიდა. უამრავ სასიკეთო საქმეს დაედო სათავე. მაღალორგანიზაციულ დონეზე მზადდება საგვარეულოს წარმომადგენელთა შეკრებები. დაწესდა ყოველწლიური საგვარეულო დღესასწაული - 21 სექტემბერი, ღვთისმშობლის შობის საგვარეულო ეკლესიასთან (ოზურგეთი, სოფელი ციხისფერდი), ტარდება საყურადღებო ღონისძიებები გვარის ტრადიციების აღორძინების, გამდიდრებისა და პატივისცემისათვის; საფუძველი ჩაეყარა საგვარეულოს ისტორიული ძეგლების მოძიების, შესწავლისა და აღდგენის ღონისძიებებს; გვარში წარმოჩენილთა ღვაწლის ჯეროვანი დაფასების; საზღვარგარეთ ემიგრირებულთა საქმეების გაცნობის და მათ შთამომავლებთან კავშირ-ურთიერთობების დამყარებას; ვეწევით საქველმოქმედო და შესაბამის სააგიტაციო საქმიანობებს.
საფიქრალი და გასაკეთებელი კვლავ ბევრი გვაქვს.
სულ მალე, ჩვენი დიდებული გვარი ეზიარება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. გვწამს, რომ ეს იქნება ღვთისაგან მომადლებული მადლის ღირსეულად დაფასებისა და პატივისცემის საწინდარი, სტიმული სრულიად ნაკაშიძეთა გვარის, თითოეული ოჯახის და პიროვნებისადმი, სადაც უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს იგი.
გვჯერა თქვენი ერთსულოვნებისა და აქტიურობის.