მთავარი » 2009 » დეკემბერი » 07

     ცნობილი პირები – ივანე დუმბაძე ... დედით ნაკაშიძე !!! ... ანტონ დუმბაძე, ოზურგეთის მაზრიდან, სოფ. შემოქმედიდან, რომელმაც ნაკაშიძის ქალთან ერთად 8 შვილი გაუზარდა სამშობლოს. 7 ვაჟი და ერთი ქალი. ერთი ვაჟი დავითი მღვდელი გამოსულა, დანარჩენებს სამხედრო საქმისათვის მოუკიდიათ ხელი და მათგან 5 გენერალი, ერთი პოლკოვნიკი გამხდარა, ქალიშვილი კი ვინმე თავად ლორთქიფანიძეს გაყოლია ცოლად... ივანე დუმბაძე ყველაზე პოპულარული და გავლენიანი იყო ძმებს შორის. იგი ყირიმს განაგებდა. ათი წელი იყო იალტის თავი. მთელ რუსეთში იცნობდნენ როგორც უმკაცრეს და უპატიოსნეს მმართველს.... გენერალი ძალიან დაახლოებული ყოფილა იმპერატორის ოჯახთან.როგორც მაშინდელი რუსული საინფორმაციო წყაროები ირწმუნებიან, ნიკოლოზ II მხოლოდ ივანე დუმბაძეს ანდობდა საკუთარი შვილების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას.ხშირად იწვევდა სასახლეში და რჩევას ეკითხებოდა. ივანეზე განაწყენებულთ იმპერატორი ერთსა და იმავეს პასუხობდა – ივანემ უკეთიცის ყველაფერიო... არსებობს ფოტო ივანე დუმბაძე რუსეთის უფლისწულ ალექსანდრესთან ერთად... !!! 

    ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.

Category: ისტორია | Views: 1319 | Added by: nakashidze | Date: 07.12.2009 | Comments (0)