მთავარი » 2009 » ნოემბერი » 28

    გურიის სამთავროში... ნაკაშიძეებს საპატიო თანამდებობები ეჭირათ. ამ საგვარეულოს წევრები მემკვიდრეობით ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის (17ს. მეორე ნახევრიდან–სამთავროს არსებობის ბოლომდე), მესტუმრეთუხუცესის( 18ს. მიჯნა–შემდეგ გააუქმეს), ქალაქთუხუცესის (16 ს.–ბაზრობათა და ვაჭარ–ხელოსანთა გამგეობა–დიდი ფეოდალების მიერ), მდივანბეგის (18 ს.–19ს. დასაწყისი), შემოქმედის და ოზურგეთის (18–19 სს. დასაწყისი), ჩოჩხათის, ჩიბათის, ჯურუყვეთის მოურავისა (19 ს. დასაწყისი) და "ერმენის მებაჟის" – ("ძველთაგანვე" ნაკაშიძეთა სახლს "ჰქონებოდა" ერმენის საბაჟოში შედიოდა ტერიტორია" ლელის წყალსა და ჩოლოქს აქეთ, სახარიას გარეთ გრიგოლეთიანად". ერმენის საბაჟო,... 18 ს.მიწურულიდან გრიგოლეთის საბაჟომ შეცვალა, რომლის მებაჟეობა ისევ ნაკაშიძეების ხელში იყო. მათვე ჰქონდათ შეკვეთილის მებაჟის სახელოც) სახელოებს... სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1837 წ. კიდევ ბოქაულთუხუცესის თანამდებობა... ეს სახელოები ნაკაშიძეებს დიდ შემოსავალსა და ძალაუფლებას აძლევდათ!!!

   ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის. 


Category: ისტორია | Views: 1040 | Added by: nakashidze | Date: 28.11.2009 | Comments (0)