მთავარი » 2009 » ნოემბერი » 22

   ქართლის ცხოვრებაში ნაკაშიძეთა საგვარეულო უწარჩინებულეს თავადთა რიგებში იხსენება... ქ. ცხ. ტ.4. გვ.37 ... დოკუმენტურ წყაროებში ნაკაშიძეთა გვარი მე–16 ს. ბოლომდე არ იხსენიება. ამ გვარის ყველაზე ადრინდელი... წარმომადგენელი მამუკა ნაკაშიძეა. იგი.. .გვხვდება ვახტანგ I გურიელის დროს (1583–1587წწ.) მის "დარბაზის ერთა" შორის. ამის შემდეგ ნაკაშიძეებს განუწყვეტლივ ვხედავთ ისტორიის სარბიელზე. ...მამუკა უნდა იყოს ის...ნაკაშიძე, რომელსაც მე–17 ს. პირველ ნახევარში იტალიელი მისიონერი პატრი ჯუზეპე ჯუდიჩე გურიის წარჩინებულ თავადად (Barone de principali) ასახელებს... ნაკაშიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება მამუკას მოღვაწეობის დასაწყისში (მე–16 ს. მიწურულს) არის სავარაუდებელი. ამ სათავადოს პირველი მეთაურიც ის უნდა იყოს... მამუკას დროიდან (მე–16 ს. მიწურული–მე–17 ს.I ნახევარი)... ციხის საყდრის კედლებზე მამუკასა და მისი ოჯახის წევრთა პორტრეტებს ხატავენ... !!! ...
    
   ეს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მალხაზ კაკუშაძემ, ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის. 


Category: ისტორია | Views: 1039 | Added by: nakashidze | Date: 22.11.2009 | Comments (0)