მთავარი » 2009 » სექტემბერი » 28

,,...საქართველოში წლების მანძილზე ჯიუტად დადიოდა ხმები, ერთი ამერიკელი კინოვარსკვლავის ქართული წარმოშობის შესახებ. 90-იან წლებში ამის თაობაზე პრესაშიც კი წერდნენ: გაზეთის სახელწოდება და სტატიის გამოქვეყნების თარიღი, მართალია, ვერ გავიხსენეთ, მაგრამ გვახსოვს, რომ მასში ლაპარაკი იყო შეერთებულ შტატებში მყოფ ქართველ სტუდენტზე, რომელმაც შემთხვევით გაიცნო გრეგორი პეკი და მისგანვე შეიტყო, რომ ცნობილი მსახიობის ბებია წარმოშობით ქართველი ყოფილა - ვინმე დომნა ნაკაშიძე. ამ ინფორმაციის გადამოწმება ინტერნეტში ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შევძელით - ასე, რომ ისღა დაგვრჩენია ლეგენდა წარმოსადეგი ამერიკელი მსახიობის ქართველ წინაპრებზე ლეგენდადვე დავტოვოთ (ჯერ-ჯერობით მაინც) და მოგითხროთ იმის შესახებ, რაც გრეგორი პეკის შესახებ დანამდვილებით არის ცნობილი. ჩვენი არჩევანის მიზეზს მსმენელი, ალბათ, უკვე მიხვდებოდა: გრეგორი პეკი გასულ კვირაში, 12 ივნისს გარდაიცვალა და გვინდა, გამოვეთხოვოთ ვარსკვლავს, რომელმაც კინოს ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ფილმებით "ვინ მოკლა ჯაფარა?", "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა", "რომაული არდადეგები"... 
                          ,,რადიო თავისუფლება”- 20.06.2003 წ.


Category: ისტორია | Views: 1678 | Added by: nakashidze | Date: 28.09.2009 | Comments (0)