მთავარი » 2009 » სექტემბერი » 17

ნინო იოსების ასული ანთაძე დაიბადა 13 იანვარს 1872წელს სოფელ ბახვში, ახლანდელი მახარაძის რაიონში. მწერალი მიაბარეს ოზურგეთის ორკლასიან საწავლებელში. 1892წ. თბილისის საბებიო ინსტიტუტში.1894წ. ცოლად გაჰყვა ილია ნაკაშიძეს ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა.
1902 წ დაიბეჭდა პირველად ლექსი ,,იმედი’' ჟურნალი ,,ვალსი’ 1903წ გამოქვეყნდა პირველი მოთხრობა ,,ძიძა” 1904წ. კი პირველ საბავშვო მოთხრობა.
მონაწილეობდა 1905-07წ. რევოლუციაში 1906წ. რამდენიმე თვით დააპატიმრეს 1908წ. გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში. 1907წ. გამოქვეყნდა მოთხრობა,,ასპიროზის დახვრეტა” 1907წ. ,,გურიის სოფელში’' ,1908წ. პიესა ,,ვინ არის დამნაშავე”, 1905წ. ,,მოვალეობა” მან დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობას. აღზრდის მახინჯი სისტემა გამოაშკარავა მოთხრობაში ,,საწყალი ლევანი’'
პირველად იცნობდა ლ. ტოლტოის და იზიარებდა მის პედაგოგიურ შეხედულობებს.
1910-28წ. რედაქტორობდა ჟურნალი ნაკადულს.
1905წ გამოქვეყნდა საბავშვო მოთხრობა ,,ბავშვები და ბეღურები” 1921 წ. ,,ბოჩოლა”’ 1909წ ,,პატარა მეხრეს”.
1945წ. ,,თბილისი’’, 1946წ. ,,შურისძიება’’
1946წ გამოსცა მოგონებები ,,ლევ ტოლსტოვის ახლოს’’ ,,ილია ჭავჭავაძის გარშემო’’ ,,ჟურანალის ნაკადულის ირგვლივ”,აქვს პიესებიც. ,,კოტეს დანაშაული” ,,ჩვენ გავიმარჯვებთ” .
ნ.ნაკაშიძე იყო პირველი ქართული საბავშო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი.
დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნის” ორდენით და მედლებით.
ნ.ნაკაშიძე გარდაიცვალა 1963წ. 2 ივლისს ქალაქ თბილისში.



Category: ნაკაშიძეები | Views: 5551 | Added by: nakashidze | Date: 17.09.2009 | Comments (3)


    2009 წლის 21 სექტემბერს შედგება ნაკაშიძეთა გვარის წარმომადგენლების ყოველწლიური მეშვიდე შეხვედრა ოზურგეთში, სოფ. გურიანთაში მდებარე საგვარეულო ეკლესიაში, გთხოვთ დაინტერესდეთ და ეწვიოთ საგვარეულო ეკლესიას.
                                  საიტის ადმინისტრაცია
                              www.nakashidze.ucoz.com


Views: 942 | Added by: nakashidze | Date: 17.09.2009 | Comments (0)


    იცით თუ არა რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბათუმელმა ქალბატონებმა - თამარ ნაკაშიძემ და ელიზავეტა კოტიდიმ, ეკლესიის გახსნის შესახებ მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვეს უწმიდესსა და უნეტარესს, პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე). უმაღლესი მთავრობის თანხმობის შემდეგ, 1948 წელს, ქალაქ ბათუმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქმა კალისტრატემ.
Views: 1125 | Added by: nakashidze | Date: 17.09.2009 | Comments (0)