მთავარი » 2009 » მარტი » 16 » გურიანთის ციხე_ეკლესია და ციხისფერდის ციხე
18:10
გურიანთის ციხე_ეკლესია და ციხისფერდის ციხე

.... გურიის ადრე და შუა ფეოდალური საფორტიფიკაციო ნაგებობებს განეკუთვნება გურიანთის ციხემდებარეობს სოფელ გურიანთაში, ოზურგეთიდან 5 კმ.-ზე. აღმართულია ნატანებსა და სუფსას შუა მოქცეული ბორცვოვანი ზოლის ერთ-ერთ გორაზე, ესაა ნაკაშიძეების გვიანფეოდალური ხანის ციხე, რომლის გალავნის ერთი მხარე ჩადის მდინარე ნატანებამდე, ხოლო მეორე მდ. სკურდუმამდე. ირკვევა, რომ გურიანთის ციხე და ეკლესია XVII საუკუნის დასაწყისშია აგებული. ამავე პერიოდის დარბაზული ეკლესია შემორჩენილია ციხის ქვემოთ აღმოსავლეთ მხარეს.

ციხისფერდის ციხესოფელი ციხისფერდი, მდებარეობს ოზურგეთიდან 7 კმ-ზე. აგებულია მაღალ მთაზე. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების ნაწილები. ციხე გეგმაში სწორკუთხოვანია, მიემართება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. იგი ნაგებია დიდი ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. აქვე ძლიერ დაზიანებული, დარბაზული, გვიანი შუა საუკუნეების ეკლესიაც ყოფილა. . .

. . . შემოქმედის მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია. აქ მოღვაწეობდნენ კალიგრაფები და გადამწერთა მთელი დასი. ჩვენთვის ცნობილია მღვდელი საბა (XVIII .) და მისი თაბუნი (გუნდი), რომელთაც გადაუწერიათ შემოქმედისა და სოფელ გურიანთის ეკლესიის გულანები (საეკლესიო კრებულები). . .
 

aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1393 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: