მთავარი » 2009 » თებერვალი » 24 » ,,საქართველოს დიდი ათეული” და ნაკაშიძეები
10:19
,,საქართველოს დიდი ათეული” და ნაკაშიძეები

   როგორც ვიცით საქართველოს ტელევიზია ”პირველი არხზე” მიმდინარეობს პროექტი ,,საქართველოს დიდი ათეული”, ჩვენს მიზანს ამჟამად არ წარმოადგენს მის რელიგიურ ცხოვრებასთან შესაბამისობაზე მსჯელობა, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართველი ერის ისტორიული ცნობიერების განვითარებაში.

     ალბათ ლოგიკურიცაა რომ ამჯერად თქვენს ყურადღებას ამ პროექტში ჩვენი გვარის წარმომადგენლების ,,ვერმონაწილეობაზე” გავამახვილებთ, ალბათ ძნელი იყო და არის ამ გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში და ნომინანტების შერჩევის პრინციპში ობიექტური ჩარევა მაგრამ სამწუხაროა, რომ წარმოდგენილ ნომინანტებს შორის ,,ნაკაშიძე” არავინაა, არადა ამ გვარის წამომადგენელი ბევრი ადამიანია, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიულ-სახელმწიფოებრივ განვითარებაში, წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

   - ჭაბუა ამირეჯიბი - ცნობილი მწერალი (დედა მარიამ ნაკაშიძე);

   - მელქისედეკ ნაკაშიძე - საეკლესიო მგალობელი;

   - მიხეილ ნაკაშიძე - ბრონირებული მანქანის შემქმნელი;

   - ნინო ნაკაშიძე - ცნობილი მწერალი;

   - მერი ნაკაშიძე - საოპერო მომღერალი;

   - პეტრე ნაკაშიძე - საზოგადო მოღვაწე;

   - ილია ნაკაშიძე - საზოგადო მოღვაწე.

       სასიამოვნოა, რომ საქართველოს დიდი ათეულის ნომინატებს შორისაა წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი (ღვთისკაცი) (sms160) 1863-1953. დედა – თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული (სოფ. მაკვანეთიდან). ნინო მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. წმიდანს მშობლები ადრე გარდაიცვალა. საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი - ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე თაყაიშვილს და მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საუნჯეზე,  ბევრმა არ იცის, რომ ეს  ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა. ნომინანტის წარმდგენია ცნობილი დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი.
     
       ნომინატებს შორისაა ასევე წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (1865 – 1944) (sms 189). ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე. მამა ექვთიმე ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების შემკრები და გამომცემელია. 1923 წელს მთავრობამ გელათის მონასტერი გააუქმა. მამა ექვთიმემ კი ერთი ურემი ხელნაწერები ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდმარტომ გადაიტანა და სვეტიცხოვლის ტაძარში გადამალა. მას ძველ ქართულ საეკლესიო გალობას, ათონის წმინდა მთის სავანეში განსწავლული მგალობელი მელქისედეკ ნაკაშიძე ასწავლიდა. 2 თებერვალს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღეს.  ნომინანტის წარმდგენია ცნობილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე. 
    
      ნომინანტებს შორისაა ასევე ცნობილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე, რომელმაც შექმნა უამრავი იუმორისტულ-დრამატული ნაწარმოები, მათ შორის ,,თეთრი ბაირაღები”, რომლის ერტ-ერთი მთავარი პერსონაჟია უსამართლობასთან მებრძოლი ზაზა ნაკაშიძე. 
       
     გთხოვთ მხარი დავუჭიროთ აღნიშნულ ნომინანტებს, რათა მათ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ საქართველოს დიდ ასეულში წარმოდგენილ ცნობილ ქართველებს.

 


aa
ნანახია: 1357 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: