მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » წიგნის მოყვარულთა საზოგადოება და თინათინ ნაკაშიძე, 1959
14:55
წიგნის მოყვარულთა საზოგადოება და თინათინ ნაკაშიძე, 1959

     საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიამ თავისი ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის მეშვეობით . გრიშაშვილის ეს დიდი სურვილი შეასრულა: მოიწვიეს ის ბიბლიოგრაფები, რომელთა კეთილსინდიერ მოღვაწეობას პოეტი იცნობდა და ენდობოდა - თამარ მაჭავარიანი და თინათინ ნაკაშიძე . მათთან ი. გრიშაშვილს დიდ ხნის ნაცნობობა აკავშირებდა. თინათინ ნაკაშიძე- თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უძველესი მუშაკი, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის მთავარი ბიბლიოგრაფი, ერთ-ერთი ავტორია ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას ბიბლიოგრაფიებისა დაქართული წიგნის" ბიბლიოგრაფიისა. მათ გაამართლეს პოეტის ნდობა. დღეისათვის საზოგადოება იცნობს: „პოეტ-აკადემიკოს . გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგის" პირველ ტომს, რომელიც გამოვიდა სამ წიგნად (1977, 1979 და 1980 წლებში) და შეიცავს თვრამეტიათას ექვსას ოთხმოცდათოთხმეტი ქართული წიგნის აღწერას; მეორე ტომის პირველ წიგნს რომელიც გამოვიდა 1982 წელს, შეიცავს რევოლუციამდე გამოცემული ქართული ჟურნალების, კრებულების და ალმანახების აღწერილობას და აღნუსხავს ცხრაას ორმოცდაოთხი ჟურნალის 8877 ნომერს; მესამე ტომის პირველ წიგნს, რომელიც გამოვიდა 1987 წელს და შეიცავს ხუთიათას ექვსას ოცდაცხრამეტი რუსული წიგნის აღწერილობას.


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1244 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: