მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე და გიორგი ნაკაშიძე
14:52
წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე და გიორგი ნაკაშიძე

       მამა გრიგოლთან თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ქართული ემიგრაციის რჩეული წარმომადგენლები: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ნაკაშიძე და სხვანიგიორგი ნაკაშიძემ კი აი, რა უამბო რევაზ თაბუკაშვილს: „პოლონეთი მონაწილეობდა მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ შოთა რუსთაველის იუბილეში 1937 წელს. ამ ქვეყნის უნივერსიტეტებში მოხსენებით გამოვდიოდით მე და ფერაძე. გამოვეცით ბროშურა (მეტის საშუალება არ გვქონდა). ფერაძე იშვიათი განათლებული კაცი იყო, მაგრამ ჩვენებმა დაუწყეს ბრძოლა და მტრობა. განსაკუთრებით უკიდურესად სახალხო დემოკრატიის ჯგუფი ებრძოდა, ბევრი ცილი დასწამეს მას ამ ბრძოლაში. ყველაფერს კადრულობდნენ. როდესაც გერმანელები შემოვიდნენ იგი დააბეზღეს. შემდეგ ფერაძე უკვალოდ დაიკარგა. ვინაიდან ფერაძე იყო მღვდელი და ამავე დროს ეკლესიის მდივანი, მისი დაპატიმრებიდან მესამე დღეს მიტროპოლიტმა დიონისმა დამიბარა და მითხრა, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა მის გასათავისუფლებლად. მაგრამ გათავისუფლება კი არა, მისი ნახვაც ვერ შევძელით. შემდეგ მივიღეთ ცნობა, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. უბედური ადამიანი იყო, გულახდილი და ძალზე უბრალო, კაცი მიხვდებოდა, რომ იგი ასე განათლებული იყო. მისი დაღუპვა ჩვენი ბრალია, ქართველების ბრალი. ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში გახვეული, მაგრამ არ ვიტყვი, ანდა რას უშველის თქმა?! ისიც ვიცი, რომ ფერაძის დღიური გესტაპოში დაჰქონდათ და იქ უთარგმნიდნენ გერმანელებს ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი"...

                                                                                       


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1175 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: