მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » ნაკაშიძე კონსტანტინე (კოწია) და ”ერისიონი”
14:30
ნაკაშიძე კონსტანტინე (კოწია) და ”ერისიონი”

      ანსამბლი ”ერისონი” ხშირად გადიოდა გასტროლებზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს კანადაში საინტერესო შემთხვევა მოხდა.
      ანსამბლის წევრებს და მათ შორის ჯემალ ნაკაშიძეს გამოეხმაურა იქ მცხოვრები ქართველი კონსტანტინე (იგივე კოწია) ნაკაშიძე, რომელსაც თურმე ძალიან  გაუხარდა ქართველების და განსაკუთრებით მოგვარის ნახვა. კონსტანტინე საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა და ქართველების ნახვისაგან აღფრთოვანებულს მთელი ანსამბლი დაუპატიჟებია ქეიფზე, სადაც დიად მოულხენიათ თურმე და სასმისები რომლითაც სასმელს მიირთმევდნენ, კონსტანტინეს თხოვნით დაულეწიათ, ქართველების ხელშეხებულით სხვას ვერ დავალევინებ სასმელსო უთქვია მას თურმე...                        
        ტექსტი აწყობილია ჯ. ნაკაშიძის ნასაუბრის მიხედვით და სამწუხაროდ ისე ლამაზად ვერ არის გადმოცემული როგორც მოგვიყვა მან ეს ამბავი საგვარეეულო ეკლესიის კურთხევის შემდეგ გამართულ ტრაპეზზე ქ. ოზურგეთში, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით მას და მკითხველსაც. ამასთან გპირდებით რომ ბატონი ჯემალის თანადგომით მალე საიტზე ტექსტის სრული ვერისია დაიდება ... (ADMIN)

aa
ნანახია: 1114 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: