მთავარი » 2008 » დეკემბერი » 18 » ჭაბუა ამირეჯიბის (18.11.1921) დედის მარიამ ნაკაშიძის შესახებ
12:43
ჭაბუა ამირეჯიბის (18.11.1921) დედის მარიამ ნაკაშიძის შესახებ

”...იმ დრომ დამტოვა დახვრეტილი მამა, ათწელიწადმოხდილი მოხუცი დედა, უმცროსი და - ნათია, უფროსი და - როდამი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, იყო ჩინებული ადამიანის, დიდი პოეტის, მიხეილ სვეტლოვის მეუღლე. მისი გარდაცვალების შემდეგ, ორი თუ სამი წლის შემდეგ - მეუღლე არანაკლებ ჩინებული ადამიანისა და დიდი ფიზიკოსის, ბრუნო პონტეკორვოსი. ამის გარდაცვალების შემდეგ როდამი გადმოსახლდა თბილისში და აღესრულა აქვე 1995 წელს. სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში. როდამმა არჩინა დედაჩვენი ათი წლის პატიმრობის მანძილზე და თქვენი მორჩილი მონაც, როცა მეჯდომებოდა. ვგულისხმობ ჯდომას გაქცევების დროის გამოკლებით. ძირითადად, როდამმავე არჩინა ჩვენი უმცროსი და ნათია, რომელიც დეიდა-მამიდებთან იზრდებოდა.

..............

დედა და მამა ძველი არისტიკრატიული მოდგმისანი იყვნენ. მამა - ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი - ცნობილი ადვოკატი. დედა - პედაგოგი, „ქალთა უმაღლესი კურსებით", თითქმის გარუსებული. ქართული მამაჩემის ოჯახში ისწავლა, კარგად განათლებული, მშვენიერი თავადის ქალის, სოფიო სოფრომის ასულ მაღალაშვილ-ამირეჯიბისგან. დედა - მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე - პირდაპირი ჩამომავალი იყო სამეგრელოს, აფხაზეთის და გურიის მთავრებისა. მამაჩემის წინაპართა წოდებრიობაზე თვით გვარი მეტყველებს. ამირეჯიბობა სახელო ანუ დღევანდელი ტერმინოლოგიით, თანამდებობა იყო, მანდატურთუხუცესის (შინაგან საქმეთა მინისტრის) პირველ მოადგილეს ნიშნავდა. იგი დაზვერვა - კონტრდაზვერვას ხელმძღვანელობდა. სახელო საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადადიოდა და ამირეჯიბის გვარის ტარებელი ყოველი ოჯახი ცდილობდა, თავისი ნაშიერი მოემზადებინა ამ თანამდებობის დასაკავებლად. კონკურენცია მწვავე და დაუნდობელი იყო. ყოველი კანდიდატი შესაფერის განათლებას იღებდა, როგორც საქართველოს, ისე ბიზანტიის აკადემიებში. აქედან - გვარის ტრადიციული ნასწავლობა-განათლებულობაც. ბოლოს ას წელიწადში ერთადერთ უბირ კაცადქვეყანას მოვევლინე მე - პედაგოგიური ფაკულტეტის სამი კურსის მეტი არა დამიმთავრებია რა. მეორე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვწერდი, ვიბეჭდებოდი - სწავლას თავი მივანებე...                  /ჭაბუა ამირეჯიბის ავტოინტერვიუ/

 

დედამარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული პედაგოგიპირდაპირი შთამომავალი იყო აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეებისა, დადიანებისა, გურიელებისა და ასევემიქელაძეებისა და ნაკაშიძეებისა (1938 წელს გადაასახლეს).


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1237 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: