მთავარი » 2008 » დეკემბერი » 18 » გურიანთა (ნამოსახლარი)
12:40
გურიანთა (ნამოსახლარი)

გურიანთა, ნეოლითური ნამოსახლარი სოფ. ციხისფერდში, მდინარე სკურდუმის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 25 -ზე, გაითხარა 1963 (ხელმძღვანელი ნინო ბერძენიშვილი). მოპოვებულია კაჟის, რიყის ქვისა და ობსიდიანისაგან დამზადებული საოჯახო, სამიწათმოქმედო, საბრძოლო და სანადირო იარაღი (საფხეკები, საჭრისები, დანები, სახვრეტები, ხელსაფქვავები, სანაყები, სახეხ-სასრესები, ცულები და სხვა). მრავლად იყო წარმოების ნარჩენები (ნუკლეუსები, ანატკეც-ანატეხები და სხვა), არათანახრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენრები. ზოგი მათგანი შემკულია წიწვისებრი ორნამენტით. ნამოსახლარზე აღმოჩენილი მასალა ოდიშის, ანასეულისა და კისტრიკის არქეოლოგიური მონაპოვართა მსგავსია.


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1274 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: