მთავარი » 2008 » დეკემბერი » 18 » გურიანთა_ეკლესიის კურთხევა_20.11.2008 წ.
14:19
გურიანთა_ეკლესიის კურთხევა_20.11.2008 წ.

·    10:00 - გურიანთის ღვთისმშობლის შობის დღის სახელობის ეკლესია
რამდენიმე საუკუნის გასვლის შემდეგ ხელმეორედ აკურთხეს და შემდგომ ქ.
ოზურგეთში გაშლილ სუფრაში ”ტრაპეზში” მონაწილეობა მიიღეს: შემოქმედის
ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე იოსებმა (გიორგი კიკვიძე), არქიმანდრიტმა მამა
ანდრია კბილაშვილმა და მამა პეტრე ანდღულაძემ, ასევე ეკლესიის ხშირმა სტუმარმა
დეკანოზმა მამა ბასილმა კვირჩილაძემ.
·     11:00 - გავედით ქ. ბათუმიდან 1 მიკროავტობუსით და 3 მსუბუქი
ავტომანქანით 50 ადამიანამდე;

·     12:00 - უკვე სოფ. გურიანთაში ვიყავით;

·      მოვილოცეთ ეკლესია, მიმოვავლეთ თვალი თითქოსდა ნაცნობ გარემოს,
დავანთეთ სანთლები;

·    გადავიღეთ სამახსოვრო სურათები (ნაწილი იხილეთ ფოტოალბომში);

·    თან გვახლდა ჟურნალისტები ბათუმიდან ვალერი ჩხარტიშვილი და  ოზურგეთიდან
თეა იოსელიანი (893 26 88 19);
·     14:00 - ქ. ოზურგეთში, კერძო სახლ-რესტორანში გაიშალა 100 კაციანი სუფრა
(ტრაპეზი) მეუფის და სამღვდელოების მონაწილეობით;
·     უაღრესად საინტერესო იყო მეუფის საუბრები და სადღეგეძელოები კარგი ღვინით
და მეუფის ნაჩუქარი ”კონიაკით” (მეუფემ 2 საათზე მეტი დრო გაატარა ჩვენს
გვერდით), კერძოდ ნათქვამი:
 1.     სამი ქართველის  შესახებ, რომ არ არსებობს ყველა ერთმანეთს ემტერება და
აუცილებელია გაერთიანება;
2.      მეუფის დედის სასწაულებრივი განკურნების შესახებ
 3.      იდეა გურიანთის ეკლესიის მიმდებარედ სამონასტრო კომპლექისის აშენების
შესახებ, შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

·      სასიამოვნო  მოსასვენი იყო ლამაზი გალობა მგალობლების შესრულებით.

·      საინტერესო იყო ჯემალ ნაკაშიძის ნაამბობი ანსამბლ ”ერსიონის” შემთხვევის
შესახებ კანადაში ქ. ტორონტოში, სადაც მოულოდნელად შეხვდნენ ქართველს
კონსტანტინე (კოწია) ნაკაშიძეს და მისი ორმხრივი დაპატიჟების შესახებ;
·      18:00 - დავიშალეთ დიდი მოლოდინებით, რომ მალე შევხვდებით ეკლესიის
კურთხევაზე და შემდეგ კი ტრადიციულად საგვარეულო შეკრებებზე;
·      მიუხედავად ცოტა ცუდი ამინდისა და იმისა რომ უშუალოდ ეკლესიის კურთხევას
ვერ დავესწარით, მაინც ძალიან კმაყოფილები დავრჩით, საგვარეულო ეკლესის
კურთხევამ და მეუფესთან შეხვედრამ წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა.

 

ტ. ნაკაშიძე

გურიანთა, 2008 წლის 20 ნოემბერი


aa
ნანახია: 1161 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: