მთავარი » 2008 » დეკემბერი » 18 » გურიანთა_VI ყოველწლიური შეხვედრა_21.09.2008 წ.
14:16
გურიანთა_VI ყოველწლიური შეხვედრა_21.09.2008 წ.

·     11:00 - გავედით ქ. ბათუმიდან 2 მიკროავტობუსით 50 ადამიანამდე;
·     13:00 - უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. გურიანთაში ვიყავით სადაც
დაგვხვდა 150 ადამიანამდე ადგილობრივი მცხოვრებლების ჩათვლით;
·      მოვიკითხეთ ჩვენი გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან,
დავათვალიერეთ ეკლესია და შემოგარენი, დავანთეთ სანთლები;
·      საგვარეულო ეკლესია, რომელიც რესტავრირებულია 2002 წლიდან,
წარმოადგენს მომცრო ზომის 2 განყოფილებიან უგუმბათო ნაგებობას, რომელიც
მდებარეობს შემაღლებულ ადგილას, სოფლის თავში საფლავების მიმდებარედ,
ეკლესიის ირგვლივ იშლება  გაშლილი ძალიან დიდი სივრცე;

·     13:30 - დეკანოზ მამა ბასილმა კვირჩილაძემ ჩაატარა წირვა;

·      ეკლესიის ეზოში საგვარეულოს ასოციაციის ადმინისტრაციის მიერ ჩატარდა
მოკლე მიმოხილვა გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;
·     საგვარეულო ეკლესიის კურთხევა და ამოქმედება დაიგეგმა ოტომბრის თვის
ბოლომდე;
·     14:30 - გაიშალა მოკრძალებული პურ-მარილი ცაცხვის ქვეშ, დაილია ბევრი
სადღეგძელო;

·     გადავიღეთ სამახსოვრო სურათები (ნაწილი იხილეთ ფოტოალბომში);

·     აღსანიშნავია, რიგი ადგილობრივი მცხოვრებლების მოწადინება ნაკაშიძეთა
საგვარეულო ეკლესიის მოვლა-პატრონობაში;
·     თან გვახლდა ჟურნალისტი სოფ. ჭანიეთიდან, გაზეთი ”გურია ნიუსი”, რომელიც
პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს საგვარეულო ეკლესიის რესტავრაციის და
საგვარეულო შეკრებების შესახებ;
·     18:00 - დავიშალეთ დიდი მოლოდინებით, რომ მალე შევხვდებით ეკლესიის
კურთხევაზე და შემდეგ კი ტრადიციულად საგვარეულო შეკრებებზე;
·     მიუხედავად აუტანელი სიცხისა ნანახით ძალიან კმაყოფილები დავრჩით,
საგვარეულო ეკლესიამ წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა.

 

ტ. ნაკაშიძე

გურიანთა, 2008 წლის 21 სექტემბერი


aa
ნანახია: 1087 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: