მთავარი » 2008 » დეკემბერი » 18 » "ელესა ამერიკაში" და გიორგი ნაკაშიძე, ა. ერქომაიშვილი, 05.11.2008
12:55
"ელესა ამერიკაში" და გიორგი ნაკაშიძე, ა. ერქომაიშვილი, 05.11.2008

     ... კონცერტზე მოვიდა ჩვენი თანასოფლელი 96 წლის გიორგი ნაკაშიძე, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, იგი, როგორც ფედერალისტი და ანტისაბჭოთა `ელემენტი" საქართველოდან გერმანიაში გააძევეს, ეს იყო გადასახლებულთა პირველი ნაკადი, თორემ შემდეგ სულყველას ასახლებდნენ აღმოსავლეთ ციმბირში, სადაც ხვრეტდნენ ან იხოცებოდნენ შიმშილით, ავადმყოფობით და სიცივით. ასე დაიხოცა რევოლუციონერების საუკეთესო ნაწილი, მათ შორის ისიდორე რამიშვილიც.

      დიახ, გიორგი ნაკაშიძეს ბედი ჰქონია, რომ გერმანიაში გააძევეს. იქ მან დაამთავრა ჯერ ჰაიდენბერგის, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტები, ფლობს თერთმეტ ენას, არის რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. იგი 66 წლისა მიიწვიეს ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც იქაური არქივი `დაალაგა", როგორც თითონ თქვა, და გააკეთა მისი კატალოგიზაცია, რის შემდეგ მან დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა ამერიკის მეცნიერთა შორის.

     კონცერტის შემდეგ გიორგი ნაკაშიძე თვალცრემლიანი ამოვიდა სცენაზე და იკითხა: აქ  მაკვანეთიდან ხომ არ არის ვინმე? ამირან თოიძე, გური სიხარულიძე და მე გამოვედით წინ. მან სათითაოდ გულში ჩაგვიკრა სამივე და მეორე დღეს თავისთან, ოჯახში მიგვიწვია.

დილით დაგვათვალიერებინეს ნიუ-იორკი. მისი ცათამბჯენები, გვისეირნეთ გემით, საოცარია თავისუფლების ქანდაკება. ამირან თოიძე და მე ავედით ყველაზე მაღალი ცათამბჯენის (`ტყუპები") წვერზე, სადაც ფოტოსურათი გადავიღეთ ტელეანტენის ძირში. როცა 2001 წელს ტერაქტი მოხდა და ეს ცათამბჯენები დაინგრა, საშინელმა გრძნობამ შემიპყრო და გავიფიქრე მეც ხომ იქ ვიყავი ერთ დროს.

      საღამოს წავედით გიორგი ნაკაშიძესთან. მიუხდავად ხანდაზმული ასაკისა, შესანიშნავად ახსოვს ყვეალაფერი, ახსოვს მშობლიური სოფელი მაკვანეთი, იქაური მაცხოვრებლების გვარები (გიორგი ნაკაშიძეზე ჩემი წერილი სათაურით `უკანასკნელი ინტერვიუ" დაიბეჭდა წიგნში `მივალ გურიაში მარა").

მოკლედ იგი ნამდვილი ცოცხალი ენციკლოპედიაა, რომლის თვალწინ მთელმა საუკუნემ გაიარა.

     გიორგიმ მშვენიერი ვახშამი გაგვიმართა, ჩვენ მას რამდენიმე გურული სიმღერა ვუმღერეთ, მას ცრემლები გადმოსცვივდა და გვითხრა: -რამდენი ხანია ეს სიმღერები არ გამიგონიაო. უნდოდა, რომ მასთან გვიანობამდე დავრჩენილიყავით, გვეკითხებოდა სოფელზე, იქაურებზე, აინტერესებდა მისი თაობის ხალხიდან ვინ იყო ცოცხალი. მერე ფულით დაგვასაჩუქრა. ჩვენ გამოვეთხოვეთ კეთილ მასპინძელს იმ იმედით, რომ მომავალ წელს `რუსთავი" მიემგზავრებოდა ამერიკაში და კვლავ შევხვდებოდით ერთმანეთს.

10 და 11 ივლისს ნიუ-იორკში გაიმართა ჩვენი ბოლო კონცერტები - ისევ დიდი წარმატებით.

     12 ივლისს დილით დაქანცულები, შთაბეჭდილებებით აღსავსე და მადლიერები გამოვფრინდით მოსკოვში...


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1206 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: