მთავარი » 2008 » დეკემბერი » 18 » გაზეთი ”გურიის მოამბე” ეკლესიის კურთხევის შესახებ, 24. 11.2008
12:54
გაზეთი ”გურიის მოამბე” ეკლესიის კურთხევის შესახებ, 24. 11.2008

     თავად ნაკაშიძეების საზაფხულო სასახლე, საუკუნეებს ითვლის, თუმცა ახლა უკვე წარსულის წაშლილი ხიბლით, შემორჩენილი ულამაზესი ხედით, ადგილითა და ნანგრევებით... შემონახული წინაპართა ძვლებითა და დიდებული წარსულის ჩრდილით. სათავადოთა 12 საუკუნოვანი ისტორია, დღეს ისევ გაცოცხლდა და აღსდგა საგვარეულო ეკლესიის კედლებში, წინაპართა ნატერფალისა და ნაკვალევის გაცოცხლება, სამლოცველოში კვლავ ანთებული სანთლის სხივში და ალში გახვეული, თბილად და გადამდებად მოედო ნაკაშიძეთა შთამომავლობას. აჭარიდან, ჩოხატაურიდან, იმერეთიდან ჩამოსული და გაერთიანებული თავადთა შთამომავლები დღეს უკვე სიამაყით, მოკრძალებით დააბიჯებდნენ წინაპართა ნაკვალევზე და რუდუნებით ეფერებოდნენ მრავალსაუკუნოვან საფლავებს. მეშვიდე საუკუნის სამლოცველოზე 6 წლიანი მონდომება და შრომა ბოლომდე მიიყვანეს და რწმენაში გაერთიანებული და გაცოცხლებული კავშირი უწყვეტი ძაფებით დაუკავშირეს ერთმანეთს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა თავადთა შთამომავლობამ. მრავალწლიანი უფუნქციობის შემდეგ წირვის ძალა და მადლი კვლავ დაისადგურებს ამ პატარა სამლოცველოში, ციცაბო ფერდობიდან ამაყად რომ გადმოჰყურებს მთელს გურიას.

      წინაპართა ხსოვნის პატივისცემისა და მათი გაცოცხლებული ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი და რწმენით დაწერილი ფურცლის შექმნაში, გვარის ასოციაციის პრეზიდენტი, ბათუმის მრავალპროფილიანი კოლეჯის რექტორი ბატონი რევაზ ნაკაშიძე, მათი გვარის სხვა წარმომადგენლებთნ ერთად დაუზოგავად იბრძოდა. მართალია ახლა შედეგიც თვალნათელია, მაგრამ აცხადებენ რომ გასაკეთებლი კიდევ ბევრია, უპირველესად კი სამლოცველოს შემოგარენის მოწყობა გალამაზებაზე დაიწყებენ აქტიურ მუშაობას. მეუფის რეზიდენციაში სტუმრობამ, კი უფრო მნიშვნელოვან დეტალებზე დააფიქრა იქ მისულები. გადაწყვიტეს, რომ სამლოცველოს სამომავლოდ მონასტრის ფუნქცია მიანიჭონ და მამათა საცხოვრებელი მოაწყონ, ამისთვის კი პირველ რიგში კარგი არქიტექტორი სჭირდებათ, რომელიც ზუსტად დაიცავს საგვარეულო სასახლის ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალს, რაც ჯერ კიდევ მოსაძიებელი და შესასწავლია. როგორც მეუფემ ბრძანა ეს ღვთისნიერი საქმეა და ამაში ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარებაო. ახლა კი, ღვთისმშობლის სახელობის საგვარეულო ეკლსია, ყოველ ღვთისმშობლობას ისევ ერთად შეყრის ნაკაშიძეთა შტამომავლობას, სანთლისა და კანდელის ძალით გამთბარ კედლებში ლოცვად დაიღვრება მათი ნავედრალი. აწმყოში გაცოცხლებული წარსულით, მათი ლოცვის ძალა კი მომავალს გაუნათებს ღირსეულ მემკვიდრეებს.

 

თ. იოსელიანი
 

 


aa
ნანახია: 1211 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: