მთავარი » 2008 » დეკემბერი » 18 » პირველი ქართული ოპერა და მერი ნაკაშიძე
12:47
პირველი ქართული ოპერა და მერი ნაკაშიძე

თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა იყო გოგნიაშვილის "ქრისტინე" (1918 წლის 17 ივნისი), თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად ითვლება 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები: 5 თებერვალს - დიმიტრი არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", 21 თებერვალს - ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", 11 დეკემბერს ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტე". პირველი ქართული ოპერა დაკავშირებულია მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან. ფრაგმენტები მისი ოპერიდან "თამარ ცბიერი" შესრულდა 1897 წლის 20 დეკემბერს პეტერბურგში, თუმცა სრული სახით თბილისის ოპერის სცენაზე მხოლოდ 1925-26 წლების სეზონში დაიდგა. ამ ოპერებმა პირველი წარმოდგენებიდანვე განსაზღვრა ქართული საოპერო თეატრის ეროვნული სახე. წორედ მათში ავლენდნენ თავიანთ განსაკუთრებულ თვისებებს ქართული ვოკალური სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები: ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ნიკო ქუმსიაშვილი, დავით ანდღულაძე, პეტრე ამირანაშვილი, დავით გამრეკელი, დავით მჭედლიშვილი, ბათუ კრავეიშვილი, ნადეჟდა ხარაძე, ნადეჟდა ცომაია, ვერა დავიდოვა, მერი ნაკაშიძე და სხვები.

2005 წლიდან საქართველოს მუსიკალური საზოგადოება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს "უნიკალური ჩანაწერები". უკვე გამოსულია ამ სერიის სამი დისკი, მათ შორის "მერი ნაკაშიძე".

ბახუტაშვილ-შულგინა პირველი ქართველი მომღერალი ქალია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი პროფესორია ვოკალის დარგში. მისი მოწაფე იყო მ. ნაკაშიძე, ის წარმატებით მოღვაწეობდა საოპერო თეატრებსა და ესტრადაზე.

 


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 3152 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: