მთავარი » მასალის არქივი

     გამარჯობათ ნაკაშიძეებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საიტის ადმინისტრაცია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ნაკაშიძეების გვარის საისტორიო მასალების შეგროვებაზე, გთხოვთ დაინტერესდეთ და მოგვაწოდოთ ნაკაშიძეების გვართან დაკავშირებული დოკუმენტური ინფორმაცია ან/და ფოტომასალა, რომლებსაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ საავტორო უფლებების სრული დაცვით, წინასწარ გიხდით მადლობას...  
     ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია აბსოლიტურ სიზუსტეზე და სრულყოფილებაზე, გამოქვეყნებული მასალები მოძიებულია სხვადასხვა ხელმისაწვდომი რესურსებით და შესაძლებელია მათი გადამოწმება. ნებისმიერი დასაბუთებული შენიშვნა და წინადადება მისაღები და გაზიარებული იქნება ადმინისტრაციის მიერ... 
    საიტი არის დამოუკიდებელი რესურსი და შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურება ნაკაშიძეების გვარის ისტორიული და თანამედროვე წარმომადგენლების დოკუმენტური მასალების მოძიებას და შეგროვებას... ამასთან შესაძლებელია ყველა ნაკაშიძე არ იყოს ერთი კუთხის და შტოს წარმომადგენელი და მითუმეტეს ისტორიული თავადი ნაკაშიძეების შთამომავალი, მაგრამ ჩვენი მოსაზრებით ნაკაშიძეებმა პირველ რიგში ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი. თავადის სტატუსი არის საპატიო ისტორიული წოდება და მისი თუნდაც ფორმალური სახით ტარება ნაკაშიძეებისთვის დიდი პატივია, თუმცა ეს არ უნდა გახდეს თუნდაც მოგვარეებს შორის უსამოვნო დაპირისპირების საგანი... ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1276 | Added by: nakashidze | Date: 18.11.2010 | Comments (1)


გვარის უწმინდესის და უნეტარესის მიერ დალოცვისათვის საჭირო ღონისძიებები:
1. საგვარეულო კავშირის დაფუძნება;
2. საგვარეულო კავშირის მმართველი კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილება გვარის დალოცვაზე მზაობის თაობაზე;
3. მიმართვა საპატრიარქოს, რომელში აისახება გვარის წარმომადგენელბის მიერ საგვარეულო ასოციაციის მეშვეობით განხორციელბული საქმიანობა/ქველმოქმედება და სხვა ორგანიზაციული საკითხები;
4. მიმართვას პირადად წარადგენს საგვარეულოს წინამძღოლი თბილისში – საპატრიარქოში;
5. საგვარეულო ხატის შექმნა, რომელიც დაილოცება უწმინდესის მიერ და იქნება საგვარეულოს საკუთრება;
6. საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ საპატრიარქო განიხილავს და გვარს წარადგენს პატრიარქის წინაშე წინაწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად დასალოცად...
საგვარეულო კავშირი და წინამძღოლი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ერთის მაგივრად ორი გვყავს, დანარჩნი კი განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხებია... გთხოვთ გამოთქვათ თქვენი წინადადებები და შენიშვნები...
ვართ ჩვენ მზად ვიყოთ ღირსი ამ უდიდესი მადლის ტარების?
 
Views: 1403 | Added by: nakashidze | Date: 12.10.2010 | Comments (0)


     29.09.2010 წელს ნაკაშიძეებს ყოველწლიურ შეხვედრაზე თან გვახლდა ცნობილი რეჟისორი ცოტნე ნაკაშიძე თბილისიდან მეუღლესთან ერთად. ცნობისათვის ცოტნე ნაკაშიძე არის ასევე ცნობილი მსახიობის გიორგი ნაკაშიძის მამა....
    ბატონმა ცოტნემ ამ შეხვედრაზე წარმოგვიდგინა ძალიან საინტერესო დოკუმენტური მასალები და რუქები ნაკაშიძეების გვარის შესახებ (აღნიშნული მასალების ნაწილი გამოქვეყნებულია ამ საიტის და www.facebook.com ზე ნაკაშიძეების  გვერდის ფოტოალბომებში) რისთვისაც ვუხდით ძალიან დიდ მადლობას კიდევ ერთხელ...
Views: 1424 | Added by: nakashidze | Date: 23.09.2010 | Comments (0)


ღმრთისმშობლობა - შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
(8 სექტემბერი / 21 სექტემბერი)
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა უფალმა, ადამის მოდგმა რომ ეხსნა, კაცობრივი ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გამოიჩია. ძველი აღთქმის წიგნებში ბევრგან გვხვდება წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: „რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი" (ეზ. 44:2); დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: „მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი" (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა, ხოლო ესაია ღაღადებდა: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეჲ" (ესაია 7:14). მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა - ტარიგად, ოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად, ესაიამ - იესეს ძირად. ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა" (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და „დაფარულს" ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა. ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1420 | Added by: nakashidze | Date: 22.09.2010 | Comments (0)


ნაკაშიძეთა ყოველწლიური მეშვიდე შეხვედრა საგვარეულო ეკლესიაში ზოგადი მიმოხილვა
• 10:00 - გავედით ქ. ბათუმიდან 6 მსუბუქი ავტომანქანით 50 ადამიანამდე, აჭარის წარმომადგენლობას თან საპატიო სტუმარი გვახლდა თბილისიდან, კერძოდ ცნობილი რეჟისორი ცოტნე ნაკაშიძე მეუღლესთან ერთად.
• ტრადიციულად შევჩერდით ქ. ოზურგეთის თეატრთან სადაც შემოგვიერთდენ სხვა რეგიონების ნაკაშიძეებიც. 12:00 - უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. გურიანთაში ვიყავით სადაც დაგვხვდა ბევრი ადგილობრივი მცხოვრები. მოვიკითხეთ ჩვენი გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან, დავათვალიერეთ ეკლესია და შემოგარენი, დავანთეთ სანთლები;
• ჩატარდა წირვა მამა ბასილის, მამა თომას და სხვა მამათა მონაწილეობით. რომლის შემდეგაც ეკლესიის ეზოში საგვარეულო ასოციაციის ადმინისტრაციის მიერ ჩატარდა მოკლე მიმოხილვა გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ სამღვდელოების თანამონაწილეობით; • 14:00 - გაიშალა სახელდახელო სუფრა ეკლესიის მიმდებარედ, დაილია ბევრი სადღეგძელო, სუფრის ხელმძღვანელად არჩეული იყო ცოტნე ნაკაშიძე. როგორც წინა საგვარეულო შეხვედრებზე უფრო ახლოს და პირადად გავიცანით უამრავი ღირსეული ნაკაშიძე, რომლებსაც სამწუხაროდ მანამდე არ ვიცნობდით;
• ბატონმა ცოტნე ნაკაშიძემ წარმოგვიდგინა საინტერესო დოკუმენტური მასალები ნაკაშძეების გვარის ისტორიის შესახებ. გადავიღეთ სამახსოვრო სურათები (ნაწილი იხილეთ საგვა ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1199 | Added by: nakashidze | Date: 22.09.2010 | Comments (0)

« 1 2 3 4 ... 20 21 »